ნესტორ მუმლაძე ვიტ–ჯორჯიას მთავარი მწვრთნელი: კარგი თამაში იყო, შეგვეძლო დღესხვე გაგვეფორმებინა ჩემპიონობა, მაგრამ ბოლოს დასანანი გოლი გავუშვით, უკმაყოფილო ვარ ბიჭებით, საკმაოდ კარგად ითამაშა დინამომ. დარჩენილ ორ შეხვედრაში ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩემპიონები გავხვდეთ.
ირაკლი კლიმიაშვილი ვიტ–ჯორჯია: თამაში დადებითად შეიძლება შეფასდეს, გოლი გავუშვით, მაგრამ კარგი იქნებოდა, რომ მოგვეგო, თუმცა ფრე ცუდი არ არის. ვფიქრობ ჩემპიონობისთვის კარგი განაცხადი გავაკეთეთ, დარჩენილ ორ შეხვედრაშ ვეცდებით ორივე მოვიგოთ და ამ შანსის ხელიდან გაშვება არ ვაპირებთ.
გრიგოლ ბედიაშვილი ვიტ–ჯორჯია: რა ვიცი, რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო, კარგი თამაში იყო, დაძაბული შეხვედრა, ორივე გუნდმა კარგად ითამაშა. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემპიონატს პირველი ადგილით დავასრულებთ, თუმცა ამ ორ შეხვედრაში დიდი ბრძოლაა საჭირო.
გიორგი ჯაფარიძე დინამოს გულშემატკივართა წევრი: თამაშით კმაყოფილი ვარ, გუნდმა კარგად ითამაშა, თუმცა მსაჯმა დიდი გავლენა მოახდინა, ფაქტიურად ვიტ–ჯორჯიას მოუტანა გამარჯვება მსაჯმა და ჩვენ ისევ და ისევ გავაგრძელებთ ბრძოლას, ჩემპიონატის ბოლომდე.
როლანდი გაფრინდაშვილი დინამოს გულშემატკივართა პრეზიდენტი: არც კი ვიცი რა კომენტარი შეიძება გაკეთდეს. ეს ყველაფერი ფეხბურთს სციდლება. მთელი ჩემპიონატი შრომობენ, თუმცა უცბად ფული ერევა და ხდება ის საშინელება, როგორიცააა მსაჯების ყიდვა, თამაშების გაცვლა. სწორედ ესაა ის, რაც გვემართება ევროპაში. მე არ ვიცი ფედერაციას აწყობს თუ არა ასეთი ჩემპიონატი. ვერანაირ სიტყვას ვპოულობ, ვადაჭკორიას მსაჯობას. არ ვიცი რა ვთქვა, გაოგნებული ვარ, ეს კლავს ქართულ ფეხბურთს, ესაა ის ხალხი ვინც საუბრობს ფეხბურთის განვითარებაზე. ღმერთმა გაუმარჯოს თუ ასე აპირებენ განვითარებას ფეხბურთის.
ასეთ კომენტარები გაკეთდა მატჩის შემდეგ.