ან ბალოტელი წავა ან მაურინიო ხუთშაბათი, 02.04.2010, 10:00pm (GMT+4)
როგორც "La Gazzeta Dello Sport" იტყობინება, "ინტერის" ხელმძღვანელობა
ჩიხში შევიდა, მათ უნდა გადაწყვიტონ, გუნდს სტარლეტ მარიო ბალოტელი
დატოვებს, თუ ჟოზე მაურინიო?! ამ საკითხზე საუბარი გუშინდელი შეხვედრის
დასრულების შემდეგ დაიწყო, სადაც "ინტერმა"–"ფიორენტინას" უმასპინძლა,
როგორც იტალიელი ჟურნალისტები აცხადებენ, შეხვედრის 68–ე წუთზე
პორტუგალიელმა მწვრთნელმა განელ ფორვარდს მოედანი დაატოვებინა, ხოლო ამაზე
გაბრაზებულმა ბალოტელიმ უწმაწური სიტყვები მიახალა დონ ჟოზეს... ამას არც
ერთი ადამიანი არ მოითმენდა, მითუმეტეს მაურინიოს ნაირი ფიცხი ხასიათის
პატრონი. გუშინდელის სამაგიეროდ პორტუგალიელი, მარიოს დღეს დილიდან
აძაგებს და მის მიმართ საყვედურებს არ იშურებს.
მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის დიდი განხეთქილება მძვინვარებს, სწორედ ამიტომ "ინტერის" ხელმძღვანელობამ სეზონის ბოლოს ერთი და განუმეორებელი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, თუ რომელი მათგანი დატოვებს გუნდს.
პორტუგალიელი მწვრთნელის დაჟინებული მოთხოვნით, ბალოტელიმ "ნერაძურა" ხვალვე უნდა დატოვოს და სხვა კლუბში გადავიდეს. მისი განცხადებით, მას გუნდში ზარმაცი და უზრდელი ფეხბურთელი არ სჭირდება.
ასე, რომ მასიმო მორატმა და მისმა შემოგარენმა სერიოზული გადაწყვეტილება უნდა მიიღონ...