მექსე:"გუნდი ბრწყინვალე ფორმაშია" ორშაბათი, 02.08.2010, 04:00pm (GMT+4)
რუგანტინოს განცხადებით, "ჯიალოროსი" ძალიან კარგ ფორმაშია. მისივე თქმით,
ახლო მომავალში "რომა" სერიოზულ წარმატებებს მიაღწევს, როგორც სერია
"ა"–ში, ასევე ევრო–ტურნირებზე. დედაქალაქურ კლუბს ამის პოტენციალი
აშაკარად გააჩნია. კლაუდიო რანიერის დამოძღვრილი ფეხბურთელები არც ერთ
მეტოქეს არ ინდობენ და ყველა მათგანს დამაჯერებლად ამარცხებენ.
"ჯიალოროსის" ბოლო მსხვერპლი–ფლორენციის "ფიორენტინა" გახლდათ.
"ჩვენ ნებისმიერ ამინდში, წვიმაში, თოვლში, თუ მზეში, ნებისმიერი დონის მეტოქეს შტურმით ავიღებთ და სახლში პირშიჩალაგამოვლებულს გავუშვებთ."–განაცხადა ფილიპ მექსემ "Tuttosport"-თან ინტერვიუში.
"ფიორენტინას" დამარცხება გაცილებით უფრო დიდი ანგარიშითაც შეგვეძლო, მაგალითად 3–0, მაგრამ უამრავი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ და მხოლოდ მინიმალური უპირატესობით ჩავამთავრეთ გასული შეხვედრა."
"ჩვენს გუნდს, უკვე 18 თამაშია არ წაუგია, "რომა" შეუჩერებელია!!!"
"იმედი მაქვს ეს ტენდენცია შენარჩუნდება და "ჯიალოროსი" უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევს. ამჟამად ყველაფერი კარგად მიდის, ჩვენ შეუჩერებელად მივიწევთ წინ."–დაასრულა მექსემ.