ჯუზეპე მაროტა:"კასანო შეუცვლელია" Monday, 02.08.2010, 05:00pm (GMT+4)
"სამპდორიას" პრეზიდენტმა ჯუზეპე მაროტამ, ანტონიო კასანოს შესახებ
ისაუბრა. მისი განცხადებით, იტალიელი ფორვარდი სიცილიური კლუბის მთავარი
დამრტყმელი ძალა და ყველაზე საკვანძო ფიგურაა.
"კასანო ჩვენი გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალაა. მის გარეშე "სამპდორია" ვერ წარმომიდგენია, ჩვენი მომვალი მასზეა დამოკიდებული."–განაცხადა მაროტამ პრესკონფერენციაზე.
"მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ბევრი მაღალი კლასის ფორვარდი ირიცხება, ანტონიო მაინც გამორჩეულად საუკეთესოა. ყველას მისი იმედი გვაქვს."
"კასანო ექსტრაორდინალური და არაორდინალური ადამიანია, მისგან ყოველთვის განსაკუთრებულს ველი. მას ყოველთვის შეუძლია გამარკვირვოს."
"იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება და იტალიელი ფორვარდი ჩვენს გუნდში დარჩება."–დაასრულა მაროტამ.