მიმდინარე უიქენდზე სერია "ა"–ს 27–ე ტურის მატჩები გაიმართება. ტურის
ცენტრალური შეხვედრა 'რომის ოლიმპიურ' სტადიონზე, ადგილობრივ "რომასა" და
"მილანს" შორის შედგება. ეს ის მატჩია, რომელიც უამრავ კითხვას გასცემს
პასუხს – "როსონერის" საჩემპიონო ამბიციები რეალურია? შეძლებს, თუ არა
ლეონარდოს გუნდი მეზობელი "ინტერის" შეჩერებას და გახდება, თუ არა
"მილანი" სერია "ა"–ს ახალი ლიდერი... შეიძლება ბევრს არასამართლიანად
მოეჩვენოს, მაგრამ საჭიროება მოითხოვს ვაღიაროთ, რომ "რომას" საჩემპიონო
შანსები გაცილებით მწირია, ვიდრე მილანური გრანდებისა. თუ მომავალ ტურში
მაურინიოს შეგირდებმა კიდევ ერთხელ დაკარგეს ქულები, ხოლო ლეონარდოს
გუნდმა სამი ქულა მოიპოვა, იტალიის ჩემპიონატში მდგომარეობა უკიდურესად
დაიძაბება.
ორივე დაპირისპირებულ მხარეს სერიოზული პრობლემები აქვს, "მილანს" საჩემპიონთა ლიგო შეხვედრა აქვს ჩასატარებელი მანჩესტერ "იუნაიტედის" წინააღმდეგ, ხოლო რომაელებს შემადგენლობის მხრივ არ გაუმართლათ. მილანელთა შანსი, რომ ლეონარდოს შეგირდები ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის 1/4 ფინალში გავიდნენ ძალიან მცირეა, რადგან "როსონერომ" პირველი შეხვედრა "ეშმაკუნებთან" 2–3 წააგო, ასე რომ "შავ–წითლებს" ოლდ ტრაფორდზე წარმატების მიღწევა ძალიან გაუჭირდებათ. რაც შეეხება რანიერის შეგირდებს, რომაელები ევროთასებს საბოლოოდ გამოეთიშნენ, ისინი ძალიან მოულოდნელად, ბერძნულ "პანათინაიკოსს" ვერ გაუმკლავდნენ და ევროპა ლიგიდანაც გამოვარდნენ. ასე, რომ კლაუდიოს დამოძღვრილმა გუნდმა 22 მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა და უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იმყოფება.
არგუმენტები (რომა)დედაქალაქური გრანდის მთავარი პლიუსი ის არის, რომ რომაელები საკუთარ მოედანზე თამაშობენ, გულშემატკივრის ფაქტორი კი რასაც ნიშნავს, ყველას კარგად მოეხსენება. იმ შემთხვევაში, თუ რანიერის გუნდი მრისხანე მეტოქეს დაამარცხებს, მაშინ რომაელები ჩემპიონობის შანს განიმტკიცებენ და სერია "ა"–ს ერთპიროვნულ ლიდერთან ქულათა სხვაობას შეამცირებენ.
"ჯიალოროსის" წამყვანი ფორვარდი ლუკა ტონი სრულიად ჯანმრთელია და შესაბამისად ვეტერანი იტალიელი თავდამსხმელი "მილანის" წინააღმდეგაც ითამაშებს. ეს დედაქალაქელებისთვის ძალიან დიდი ფსიქოლოგიური მუხტია.
არგუმენტები (მილანი)მილანელთა მთავარი პლიუსი ისაა, რომ სტუმრები 'რომის ოლიმპიურ' არენაზე ყოველთვის ძალიან მაღალ დონეზე ასპარეზობენ. ამას ისიც ემატება, რომ მასპინძლებს გუნდის უდავო ლიდერი ფრანჩესკო ტოტი ვერ დაეხმარება, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ "როსონეროც" სერიოზული დანაკლისებით ეწვია რომს, ლეონარდოს გუნდს ალეშანდრე პატო ვერ დაეხმარებათ.
"მილანელი" ფეხბურთელები ფიზიკურად უფრო კარგად არიან მომზადებულნი, ვიდრე რომაელები.... მასპინძლები "პანათინაიკოსთან" წაგებული მატჩის შემდეგ ფსიქოლოგირად დასუსტდნენ და შესაბამისად ფიზიკური კონდიციებითაც მოიკოჭლებენ.
მილანი (განაცხადი)(4–3–3) დიდა, აბიატი, რომა, აბატე, ანტონინი, ბონერა, ფავალი, იანკულოვსკი, ნესტა, ოდო, ტიაგო სილვა, ძამბროტა, ამბროზინი, ბექემი, ფლამინი, პირლო, ბორიელო, ჰუნტელაარი, ინძაგი, რონალდინიო.
რომა (განაცხადი)(4–4–2) ანდრეოლი, სანტოსი, მექსე, პიზარო, ვუჩინიჩი, ტადეი, მოტა, ფატი, დე როსი,
რიისე, ბაპტიშტა, პეროტა, ტონეტო, სერკი, ჟულიო სერხიო, ბურდისო, ლუკა ტონი,
დონი, ბრიგი, კასეტი, მენესი.
პროგნოზი
"რომა" 1–1 "მილანი