გურკუფს "მილანში" დაბრუნება უნდა კვირა, 05.17.2009, 11:38am (GMT+4)
"ბორდოს" ნახევარმცველი იოან გურკუფი "მილანში" დაბრუნებას აპირებს. იტალიურ კლუბთან მას საკონტრაქტო ხელშეკრულება აკავშირებს, მაგრამ არენდის წესით "ჟირონდელებში" ასპარეზობს. ნებისმიერ მსურველს, რომელიც გურკუფის ტრანსფერის გამოსყიდვას მოინდომებს არც თუ დიდი თანხის, 15 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, მიუხედავად ამისა თავად ფეხბურთელის სურვილი "შავ-წითლებში" დაბრუნებაა, იტყობინება Football Press.