“ფეხბურთის მეფე” თვლის, რომ მისი თანამემულე, ბრაზილიისა და მილანის ამომავალი ვარსკვლავი ალესანდრო პატო მილანში უნდა დარჩეს.
შეგახსენებთ პატოთი ლონდონის ჩელსი იყო დაინტერესებული. რომლის მთავარი მწვრთნელიც როსენორიდან წასული კარლო ანჩელოტი გახდა, რომელიც ყველაფერს აკეთებს ფეხბურთელის ხელში ჩასაგდებად.
“პატოს დიდი მომავალი აქვს” – ამბობს პელე. “მე მის ადგილზე არასდროს გავცვლიდი იტალიას ინგლისსზე. ნისლიან ალბიონზე სულ სხვანაირი ატმოსფეროა. პატოს გაუჭირდება იქ თამაში მისი ტექნიკურობიდან გამომდინარე”.
მსოფლიოს 3 გზის ჩემპიონმა მილანის ახალ მწვრთნელზე, ლეონარდოზეც ისაუბრა: “ მე კარგად ვიცნობ ლეონარდოს. იგი შესანიშნავი ადამიანია და დაწვრილებით იცის იტალიური ფეხბურთი. მისგან კარგი მწვრთნელი დადგება.