ინძაგი: ლიგა კაკას გარეშე მოვიგეთ უკვე ხუთშაბათი, 07.02.2009, 01:21pm (GMT+4)
"მილანის" ფორვარდი ფილიპო ინძაგი დარწმუნებულია, რომ გუნდის დანაკარგები არ იმოქმედებს გუნდის თამაშზე. მე წავალ სავარჯიშო ბანაკში დიდი ენთუსიაზმით, დიახ იქ არ იქნება ანჩელოტი, კაკა, მალდინი და ჩვენი მეგობრები რომლებთანაც ჩვენ ბევრი ტიტული მოვიგეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კლუბი აღარ იქნება ასეთი კაშკაშა, პირიქით წარსული უნდა დაგვეხმაროს, 2003 წელს ჩვენ მოვიგეთ ლიგა კაკას გარეშე, 2007 წელს მოვიგეთ ლიგა, იმის მიუხედავად, რომ ანდრეი შევჩენკო წავიდა, ამბობს იტალიელი ფორვარდი La Gazzetta dello Sport თან ინტერვიუში.