| Live TV Streamings,Football news, FIFA World Cup 2010, პირდაპირი ეთერი,ფეხბურთი,სიახლეები, მსოფლიოს ჩემპიონატი | ||||
|
მილანი ფაბიანოს შეძენას გეგმავს პარასკევი, 07.03.2009, 07:52pm (GMT4) იტალიურ “მილანს” ბრაზილიელი თავდამსხმელის, ლუის ფაბიანოს საკუთარ რიგებში ხილვა სურს.
გამოცემა Gazzetta dello Sport-ი იუწყება, რომ “როსონერიმ” ფეხბურთელის შეძენის თაობაზე“სევილიას” ოფიციალურად უკვე მიმართა. მას შემდეგ, რაც “ვოლფსბურგის” ფორვარდ ედინ ჯეკოს ტრანსფერის განხორციელებაზე მილანელთა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, კლუბმა აქცენტი ლუის ფაბიანოზე გააკეთა. “მილანი” ფეხბურთელის სანაცვლოდ 14 მილიონი ევროს გადახდას აპირებს, თუმცა ფაბიანოს ამჟამინდელი კონტრაქტის პირობების მიხედვით, თუ იგი ვადაზე ადრე დატოვებს გუნდს, “სევილიამ” კომპენსაციის სახით 60 მილიონი ევრო უნდა მიიღოს. თავად თავდამსხმელს, “მილანში” ასპარეზობის სურვილი აქვს, ამიტომ სავარაუდოდ, მხარეები 20 მილიონიან ტრანსფერზე შეთანხმდებიან. თორნიკე ცირამუა
|
||||