რაული ბედნიერია ; ოფიციალური: ფაბიო აურელიო ლივერპულში დაბრუნდა ; ტამუდო სოსიედადში გადაბარგდა ; მანჩესტერ სიტი – ინტერი 0-3 ; როსი: ინტერი მშვენიერი ვარიანტია
 
იტალია » მილანი
 
"მილანის" 3 ქულა და ჰუნტელაარის ბენეფისი
შაბათი, 02.13.2010, 10:00am (GMT+4)

    V.S       

გუშინ საღამოს, "ჯუზეპე მეაცას" სახელობის მოედანზე, ძალიან დაძაბული და  სანახაობრივი შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს ადგილობრივი "მილანი" და "უდინეზე" დაუპირისპირდნენ. როგორც ვვარაუდობდით, მატჩი უხვგოლიანი და რაც მთავარია ძალიან საინტერესო საცქერი გამოდგა.

"როსონერი" ჩემპიონთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება, სადაც ლეონარდოს შეგირდებს ურთულესი შეხვედრა ელით წინ, "მილანელები" პრემიერ–ლიგის და ევროპის ერთ–ერთ საუკეთესო კლუბს, მანჩესტერ "იუნაიტედს" შეერკინებიან.

ბევრს ეგონა, რომ გუშინდელ შეხვედრას "როსონერი" შესუსტებული შემადგენლობით ჩაატარებდა, მაგრამ საბედნიეროდ მოედანს პატოც და გუნდის უდავო ლიდერი ალესანდრო ნესტაც დაუბრუნდნენ. ორივე მათგანმა შესანიშნავად ითამაშა, ალეშანდრომ გოლის გატანა მოახერხა, ხოლო იტალიელი მცველი, მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს წინსვლის საშუალებას არ აძლევდა.

სამწუხაროდ, ლეონარდოს ფეხბურთელებიდან კლარენს ზეედორფმა, ჯანლუკა ძამბროტამ და მარკო ბორიელომ შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღეს. ყველა მათგანს ფეხის ტრავმა აწუხებს. როგორც იტალიელი ფიზიოთერაპევტები აცხადებენ, ჰოლანდიელი ნახევარმცველი "იუნაიტედთან" შეხვედრისთვის დაუბრუნდება განაცხადს, ხოლო ჯანლუკა და მარკო სერია "ა"–ს 25–ე ტურისთვის განაახლებენ ვარჯიშს.

მატჩი "უდინეზესთვის" შოკისმომგვრელად დაიწყო, მე–7 წუთზე მოწოდებული კუთხური მცველების ნადავლი გახდა, მაგრამ მარჯვენა ფლანგზე ბურთი ბრაზილიელმა რონალდინიომ მიიღო, გაუჩომ ორი ცრუ მოძრაობა შეასრულა, მათალია ფეხბურთელის მოტყუება ვერ მოახერხა, მაგრამ ჰუნტელაარს დიდებული გადაცემა გაუკეთა და ჰოლანდიელმაც თავით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში. ასე გაიხსნა ანგარიში 1–0.

"როსონერი" ზეწოლას ამძაფრებდა, უფრო და უფრო გამალებით უტევდა, "უდინეზეს" ფეხბურთელები მეტოქის შეჩერებას მხოლოდ თამაშის წესის დარღვევით თუ ახერხებდნენ და ერთ–ერთ ასეთ ეპიზოდს შედეგიც მოჰყვა, მე–12 წუთზე ამანტინო მანსინიმ მძიმე ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც მოედანზე ალეშანდრო პატო გამოჩნდა. ბრაზილიელი, თამაშში შესანიშნავად ჩაერთო, შეიძლება ითქვას, სტუმრების საქმე ერთი–ორად გაართულა.

დი'ნატალე და ალექსის სანჩისი გაუთავებლად აწუხებდნენ "როსონერის" უკანა ხაზელებს, მაგრამ ნელსონ დიდა ურყევად და დაუბრკოლებლად იგერიებდა კარისკენ გაგზავნილ ბურთებს.

39–ე წუთზე, ალეშანდრო პატომ და თანამემამულე რონალდინიომ, ბრაზილიური კომბინაცია გაითამაშეს და სტუმართა გუნდი ერთიანი ძალებით გააცურეს, ეს ბრწყინვალე შეტევა მოედანზე ახლადშემოსულმა პატომ დაასრულა, მან "უდინეზეს" მცველი და მეკარე ადვილად ჩამოიტოვა და ცარიელ კარში ბურთი მშვიდად შეაგორა. ანგარიშმა სოლიდური სახე მიიღო 2–0 "როსონერის" სასარგებლოდ.

ლეონარდოს შეგირდებს ტაიმის მშვიდად დასრულება სურდათ, ამიტომ შეტევებით თავს არ იწუხებდნენ და დაცვის ხაზს ამაგრებდნენ, სტუმართა გუნდი კი ისეთი მეტოქე არ არის, რომელიც ადვილად დანებდება და პირველ ნახევარშივე დათმობს შეხვედრას. ეს ასეც მოხდა, 45 წუთი მიილია, არბიტრმა შეხვედრას 1 წუთი დაამატა, შეტევაში ისევ "უდინეზეს" მოთამაშეები იყვნენ, ფლანგზე ბურთი დი'ნატალემ მიიღო, იტალიელმა ფორვარდმა მეტოქე ადვილად ჩამოიტოვა და საჯარიმო მოედანში შეჭრილ ფლორო ფლორესს დიდებული გადაცემა გაუკეთა, ამ უკანასკნელმაც არ დააყოვნა და დიდას კარში ბურთი თავით გადაგზავნა. მაშ ასე, შეხვედრამ ინტრიგა დაიბრუნა, ანგარიში 2–1 გახდა.

ასე მიილია პირველი ნახევარი... ყველა მიხვდა, რომ ლეონარდოს და მის შეგირდებს ისეთი ადვილი გასეირნება არ ელოდათ, როგორც ეს ერთი შეხედვით სჩანდა.

მეორე ნახევარი, "უდინეზეს" ფეხბურთელებმა ორმაგი შემართებით დაიწყეს, პირველ 3 წუთში კადო ასამოამ ორჯერ შორი დისტანციიდან გაისროლა დიდას კარის მიმართულებით, მაგრამ სასურველ მიზანს ვერ მიაღწია.

57–ე წუთზე სტუმართა კართან ჯარიმა დაინიშნა, დისტანცია არც თუ ისე საგანგაშო იყო, დაახლოებით 40 მეტრი, მაგრამ ყველას კარგად მოეხსენება, რომ ნებისმიერი სტანდარტული მდგომარეობა ძალიან სახიფათოა. ბურთთან რონალდინიო მივიდა, ბრაზილიელმა ჩაწოდება განიზრაღა, ბურთს ფეხი რბილად მოარტყა, ამ ჩაწოდებას, "უდინეზეს" საჯარიმოში დიდი არეულობა მოჰყვა, ამით კი ჰუნტელაარმა ისარგებლა და მეტოქე კიდევ ერთი გოლით დააჯილდოვა, ანგარიში 3–1 გახდა.

72–ე წუთზე ჰოლანდიელ ფორვარდს კიდევ ერთი შანსი მიეცა, მაგრამ სამწუხაროდ მისი რეალიზება ვერ მოახერხა. მას შემდეგ მოედანზე საინტერესო არაფერი მომხდარა, ფეხბურთელები მხოლოდ უხეშობდნენ, ხოლო კომბინაციურ და ლამაზ თამაშს ნაკლებად აჩვენებდნენ.

ამ დაძაბულ შეხვედრაში, საბოლოო წერტილი ანტონიო დი'ნატალემ დასვა, იტალიელ ფორვარდს 87–ე წუთზე პეპემ ბრწყინვალე გადაცემა გაუკეთა და მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, გამოცდილ თავდამსხმელს კი გოლის გატანა არ გასჭირვებია. გატანილმა გოლმა მატჩს ინტრიგა 3–4 წუთით შეუნარჩუნა, მაგრამ საბოლოო ანგარიში არ შეცვლილა, შეხვედრა "მილანის" სასარგებლოდ 3–2 დასრულდა.

შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი

კლას იან ჰუნტელაარი (ჰოლანდია, მილანი)
 


გიორგი კევლიშვილი

სხვა სტატიები:
ლეონარდოს ინტერვიუ (02.12.2010)
გალიანი:"მილანი" Fly Emirate-ს თასზე ითამაშებს" (02.12.2010)
მილანი – უდინეზე (პრევიუ) (02.12.2010)
აბატემ და ანტონინიმ კონტრაქტი გაახანგრძლივეს (ოფიციალური) (02.11.2010)
პატო გამოჯანმრთელდა (02.11.2010)
ტიაგო სილვა:"ჩვენ ძალიან ძლიერები ვართ" (02.11.2010)
გატუზოს მანქანა გაარემონტეს (02.10.2010)
''მილანს'' Fly emirates-ი დაასპონსორებს (02.05.2010)
მილანს რუბინი კალაძეში 8 მილიონს სთავაზობს (02.04.2010)
მანსინი მტრის ბანაკში წავიდა (02.01.2010)
პრემიერლიგის გუნდები ჰუნტელაარის გადაბირებას ცდილობენ (01.21.2010)
ტიაგო სილვას წარმატების იმედი აქვს (01.21.2010)
ბექემი:"დერბიში ფავორიტი არ არსებობს" (01.20.2010)
რონალდინიო ბრწყინვალე ფორმაშია (01.20.2010)
"მილანურ" დერბის პატო და ნესტა გამოტოვებენ (01.20.2010)
ედერსონი "მილანში" არ გადავა (01.20.2010)
რონალდინიო "ინტერს" აფასებს (01.19.2010)
მარკო სტორარი სამპდორიაში გადავიდა (01.15.2010)
გატუზო კმაყოფილია (01.15.2010)
ვოლფსბურგმა კალაძეს თვალი დაადგა (01.11.2010)



 
ყველა სიახლე  
  საქართველო
  ინგლისი
  იტალია
 » ინტერნაციონალე
 » მილანი
 » იუვენტუსი
 » რომა
 » სხვა კლუბები(იტა)
 » სანაკრებო დონე(იტა)
 » ლაციო
 » მატჩის წინ
 » მატჩის შემდეგ
  ესპანეთი
  გერმანია
  საფრანგეთი
  ვიდეო საცავი
  პორტუგალია
  ჰოლანდია
  უკრაინა
  ევროტურნირები
  მოედნის მიღმა
  გუნდების ისტორია
  ბიოგრაფიები
  ინტერვიუები
  სანაკრებო დონე
  სხვა კლუბები
  მნიშ. ფაქტები
  Fanebi T.V.
  შეფასებები
  საფეხბურთო იუმორი
  Foreign Press
  სხვა
  აფრიკის თასი 2010
  მსოფლიო ჩემპიონატი
  ::| Poll
კმაყოფილი ხართ "მილანში" ლეონარდოს მუშაობით?
დიახ
არა, შესაცვლელია
არა, მაგრამ გააუმჯობესებს
 
  ::| Newsletter
Your Name:
Your Email:
 




 
 
  ::| Events
August 2010  
Su Mo Tu We Th Fr Sa
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        
 
  გალერეა

მასიმო ამბროზინი სათადარიგოთა სკამზე

::| ცხელი სიახლე
მილანელთა შეფასებები
"მილანი" ვან დერ ვაარტის გადაბირებას აპირებს
გატუზომ დარჩენა გადაწყვიტა
ახალი კონტრაქტი რონალდინიოს: მადლობა Fly Emirates ს
მილანის ფეხბურთელებმა ახალი ფორმა წარადგინეს (ფოტოკოლაჟი)
აბიატის კარიერის "მილანში" დასრულება სურს
დიარა თუ ბლაზი?
მენეზეში აქცენტს პატოზე და სილვაზე გააკეთებს
გალიანი: “რონალდინიო არ იყიდება”
გატუზოს მავუბათი შეცვლიან?
"მილანი" ოკაკათი დაინტერესდა
გატუზო გზაგასაყარზე
ბარეზი: მარადონა სისხლს მიშრობდა!
ვან დერ ვაარტი “მილანში” ?
ჰუნტელაარი მანჩესტერშია
სილვიო ბერლუსკონი: უკანასკნელი შვიდი წელი ჩვენს დიდებაზე მეტყველებს
ოფიციალურად: სოკრატისი მილანელია
25 აგვისტოს გაირკვევა
სიმართლე დღეს გაირკვევა
ბრაზილია/ფლამენგო – ამბები რონალდინიოზე
 

Gib Group
[მაღლა]