რაული ბედნიერია ; ოფიციალური: ფაბიო აურელიო ლივერპულში დაბრუნდა ; ტამუდო სოსიედადში გადაბარგდა ; მანჩესტერ სიტი – ინტერი 0-3 ; როსი: ინტერი მშვენიერი ვარიანტია
 
იტალია » მილანი
 
History Of MILAN
ოთხშაბათი, 02.24.2010, 11:30am (GMT+4)


მილანი
AC მილანის ჯვარი
სრული სახელი Associazione Calcio Milan SpA.

მეტსახელი "როსონერი","წითელი ეშმაკები".

დაარსდა 1899 წლის 16 დეკემბერი.

მოედანი "სან სირო"– ჯუზეპე მეაცა.

პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი (იტ).

მწვრთნელი ლეონარდო (ბრაზ).

კაპიტანი მასიმო ამბროზინი (იტ).

ლიგა სერია "ა".


მილანის საფეხბურთო ასოციაციის გადაწყვეტილებით, ამ კლუბის სრული სახელი ასე ჟღერს „A.C. Milan”, მაგრამ იტალიაში ამ გუნდს უბრალოდ „მილანით“  მოიხსენიებენ. რაც არ უნდა გასაკვირად მოგეჩვენოთ, „მილანი“ 2 ინგლისელი ადამიანის თაოსნობით შეიქმნა. ასე და ამგვარად 1899 წელს იტალიურ ფეხბურთში ახალი კლუბი ჩამოყალიბდა, სახელად „Milan” და არა „Milano”, როგორც ეს იტალიურად ჟღერს. როგორც ყველა დამწყვები გუნდი, თავისი მოღვაწეობა ამ კლუბმაც სერია „ბ“–ში დაიწყო, „მილანი“ თავიდანვე ბრძოლისუნაირიან და შედეგიან გუნდად ჩამოყალიბდა. თავიდან არსებობაც კი ძალიან უჭირდათ, მაგრამ მალე ყველაფერი მოგვარდა.

მილანური კლუბი „Uefa”-ს 18 ოფიციალურ ტიტულს ფლობს, ეს კი მართლაც რომ შთამბეჭდავი შედეგია. „როსონერის“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ოთხჯერ აქვს მოგებული, ასეთი რეზულტატისთვის კი პლანეტაზე ჯერ არც ერთ კლუბს არ მიუღწევია. „მილანი“ ჩემპიონთა ლიგის მფლობელთა სიის ერთ–ერთი ლიდერია, იტალიურ გრანდს, მხოლოდ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო კლუბად აღიარებული მადრიდის „რეალი“ ასწრებს, ესპანელებმა ეს ტურნირი 9–ჯერ დაისაკუთრეს. რაც შეეხება სერია „ა“–ს, მილანელებს სკუდეტო, თანაქალაქელ „ინტერნაციონალესთან“ ერთად 17–ჯერ აქვს მოპოვებული, ხოლო იტალიური ფეხბურთის რეკორდი ტურნირის „იუვენტუსს“ ეკუთვნის, ამ გუნდს ეს ტიტული 27–ჯერ აქვს მოპოვებული.

„მილანის“ მფლობელობაში სხვა უამრავი ევროთასია, მაგალითად „ევროპის სუპერ თასი“, ეს ჯილდო ამ გუნდმა 5–ჯერ მოიპოვა, მათ მფლობელობაშია „თასების თასიც“, რომელიც „მილანმა“ ორჯერ დაისაკუთრა. ასე, რომ „როსონერი“ ევროპული და იტალიური ფეხბურთის ეგზემპლარი და ერთ–ერთი საუკეთსო წარმომადგენელია.

ისტორია

„მილანი“ ოფიციალურად 1899 წლის 16 დეკემბერს, 11 ინგლისელი ადამიანის თაოსნობით შეიქმნა, ამ კლუბის მაშინდელი სახელი ასე ჟღერდა – „Milan Cricker & Foot-ball Club“. ამ კლუბის პირველი პრეზიდენტი ალფრედ ედვარსი გახლდათ, ხოლო მისი დამხამარე და გუნდის კაპიტანი, „მედიონალიმის“ ყოფილი ფეხბურთელი ,ასევე ინგლისელი ჰერბერტ კილპინი იყო.

ახალბედა კლუბმა თავისი პირველი ოფიციალური შეხვედრა, „ტორინესოსთან“ გამართა და 3:0 დამარცხდა. გუნდის მესვეურებს წარუმატებელი სტარტი უიმედობის საბაბს არ აძლევდა, შესაბამისად მილანლებმა მარცხი ღირსეულად გადაიტანეს და უკვე მეორე წელს „კოპა იტალიას“ ¼ ფინალურ ეტაპზე აღმოჩნდნენ, „მილანის“ იმდროინდელი მეტოქე, თანაქალაქელი „მედიონალიმის“ ფეხბურთელები იყვნენ. ყველა ფიქრობდა, რომ მიმდინარე მატჩს „როსონერი“ უპირობოდ დათმობდა, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი მათ საწინააღმდეგოდ მოხდა, „მილანის“ ფეხბურთელებმა მეტოქეს 2:0 სძლიეს და ნახევარფინალში გავიდნენ. შემდეგ ეტაპზე კი მათ მეტად დაძაბულ ბრძოლაში, იმდროინდელი საფეხბურთო სამყაროს ერთ–ერთი საუკეთესო კლუბი, ტურინის „იუვენტუსი“ გამოთიშეს ასპარეზობას, ასე და ამგვარად ახალბედა კლუბი ჩემპიონატის ფინალში აღმოჩნდა. ფინალურ ეტაპზე „როსონერიმ“ წინა წლის ჩემპიონი „ჯენოა“ დაამარცხა და არსებობის განმავლობაში პირველი ტიტული დაისაკუთრა.



შემადგენლობა

ნომერი
პოზიციამოთამაშე
1ბრაზილიის დროშამეკარედიდა
4საქართველოს დროშამცველიკახა კალაძე
5აშშ-ის დროშამცველიოგუჩი ონიევუ
7ბრაზილიის დროშათავდამსხმელიპატო
8იტალიის დროშანახევარმცველიჯენარო გატუზო
9იტალიის დროშათავდამსხმელიფილიპო ინძაგი
10ნიდერლანდის დროშანახევარმცველიკლარენს ზეედორფი
11ნიდერლანდის დროშათავდამსხმელიკლას იან ჰუნტელაარი
12იტალიის დროშამეკარეკრისტიან აბიატი
13იტალიის დროშამცველიალესანდრო ნესტა
15იტალიის დროშამცველიჯანლუკა ძამბროტა
16საფრანგეთის დროშანახევარმცველიმეთიუ ფლამინი
17იტალიის დროშათავდამსხმელიჯანმარკო ზიგონი*
18ჩეხეთის რესპუბლიკის დროშამცველიმარეკ იანკულოვსკი

ნომერი
პოზიციამოთამაშე
19იტალიის დროშამცველიჯუზეპე ფავალი
20იტალიის დროშანახევარმცველიიგნასიო აბატე
21იტალიის დროშანახევარმცველიანდრეა პირლო
22იტალიის დროშათავდამსხმელიმარკო ბორიელო
23იტალიის დროშანახევარმცველიმასიმო ამბროზინი (კაპიტანი)
25იტალიის დროშამცველიდანიელე ბონერა
30ბრაზილიის დროშანახევარმცველიმანსინი
31იტალიის დროშამეკარეფლავიო რომა
32ინგლისის დროშანახევარმცველიდევიდ ბექჰემი
33ბრაზილიის დროშამცველიტიაგო სილვა
44იტალიის დროშამცველიმასიმო ოდო
77იტალიის დროშამცველილუკა ანტონინი
80ბრაზილიის დროშანახევარმცველირონალდინიო
-განის დროშათავდამსხმელიდომინიკ ადია


საუკეთესო ბომბარდირები 

ნომერი
პოზიციამოთამაშე
1.შვედეთის დროშათავდამსხმელიგუნარ ნორდალი (210 გოლი)
2.უკრაინის დროშათავდამსხმელიანდრეი შევჩენკო (175 გოლი)
3.იტალიის დროშათავდამსხმელიჯანი რივერა (164 გოლი)
4.იტალიის დროშათავდამსხმელიჟოზე ალტაფინი (161 გოლი)
5.იტალიის დროშათავდამსხმელიალდო ბოფი (136 გოლი)
6.ნიდერლანდის დროშათავდამსხმელიმარკო ვან ბასტენი (124 გოლი)
7.იტალიის დროშათავდამსხმელიფილიპო ინძაგი (115 გოლი)
8.იტალიის დროშათავდამსხმელიჯუზეპე სანტაგოსტინო (106 გოლი)
9.იტალიის დროშათავდამსხმელიპიერინო პრატი (102 გოლი)
10.ბელგიის დროშათავდამსხმელილუი ვან ჰეგი (98 გოლი)



მწვრთნელები

 
სახელიეროვნებაწლები
ჰერბერტ კილპინიინგლისის დროშა1900–1908
დანიელე ანჯელონიიტალიის დროშა1906–1907
მწვრთნელთა კომისიაიტალიის დროშა1907–1910
ჯოვანი კამპერიოიტალიის დროშა1910–1911
მწვრთნელთა კომისიაიტალიის დროშა1911–1914
გვიდო მოდაიტალიის დროშა1915–1922
ფერდი ოპენხეიმიავსტრიის დროშა1922–1924
ვიტორიო პოცოიტალიის დროშა1924–1926
გვიდო მოდაიტალიის დროშა1926
ჰერბერტ ბურგესიინგლისის დროშა1926–1928
ენგელბერტ კონიგიავსტრიის დროშა1928–1931
ჯოზეფ ბანასიუნგრეთის დროშა1931–1933
ჯოზეფ ვიოლაუნგრეთის დროშა1933–1934
ადოლფო ბალონჩიერიიტალიის დროშა1934–1937
ვილიამ გარბუტიინგლისის დროშა1937
ჰერმან ფელსნერი
ჯოზეფ ბანასი
ავსტრიის დროშა
უნგრეთის დროშა
1937–1938
ჯოზეფ ვიოლაუნგრეთის დროშა1938–1940
გვიდო არა
ანტონიო ბუსინი
იტალიის დროშა
იტალიის დროშა
1940–1941
მარიო მაგნოციიტალიის დროშა1941–1943
ჯუზეპე სანტაგოსტინოიტალიის დროშა1943–1945
ადოლფო ბალონჩიერიიტალიის დროშა1945–1946
ჯუზეპე ბოგოგნოიტალიის დროშა1946–1949
ლაჯოს ჩეიზლერიუნგრეთის დროშა1949–1952
გუნარ გრენიშვედეთის დროშა1952
მარიო სპერონეიტალიის დროშა1952–1953
ბელა გუტმანიუნგრეთის დროშა1953–1954
ანტონიო ბუსინიიტალიის დროშა1954
ჰეკტორ პურიჩელიურუგვაის დროშა1954–1956
ჯუზეპე ვიანიიტალიის დროშა1957–1960
პაოლო ტოდესჩინიიტალიის დროშა1960–1961
ნერეო როკოიტალიის დროშა1961–1963
ლუის კარნიგლიაარგენტინის დროშა1963–1964
 
სახელიეროვნებაწლები
ნილს ლინდხოლმიშვედეთის დროშა1963–1966
ჯოვანი კატოზოიტალიის დროშა1966
არტურო სილვესტრიიტალიის დროშა1966–1967
ნერეო როკოიტალიის დროშა1966–1972
ჩეზარე მალდინიიტალიის დროშა1973–1974
ჯოვანი ტრაპატონიიტალიის დროშა1974
გუსტავო ჯიანოლიიტალიის დროშა1974–1975
ნერეო როკოიტალიის დროშა1975
პაოლო ბარისონიიტალიის დროშა1975-1976
ჯოვანი ტრაპატონიიტალიის დროშა1976
ჯუზეპე მარჩიოროიტალიის დროშა1976–1977
ნერეო როკოიტალიის დროშა1977
ნილს ლინდხოლმიშვედეთის დროშა1977–1979
მასიმო ჯაკომინიიტალიის დროშა1979–1981
იტალო გალიბატიიტალიის დროშა1981
ლუიჯი რადიჩეიტალიის დროშა1981–1982
იტალო გალიბატიიტალიის დროშა1982
ფრანჩესკო ძაგატიიტალიის დროშა1982
ილარიო კასტანგერიიტალიის დროშა1982–1984
იტალო გალიბატიიტალიის დროშა1984
ნილს ლინდხოლმიშვედეთის დროშა1984–1987
ფაბიო კაპელოიტალიის დროშა1987
არიგო საკიიტალიის დროშა1987–1991
ნილს ლინდხოლმიიტალიის დროშა1991–1996
ოსკარ ტაბარზიურუგვაის დროშა1996
ჯორჯო მარინიიტალიის დროშა1996–1997
არიგო საკიიტალიის დროშა1997
ფაბიო კაპელოიტალიის დროშა1997–1998
ალბერტო ძაკერონიიტალიის დროშა1998–2001
ჩეზარე მალდინი
მაურო ტასოტი
იტალიის დროშა2001
ფატიხ თერიმითურქეთის დროშა2001
კარლო ანჩელოტიიტალიის დროშა2001–2009
ლეონარდობრაზილიის დროშა2009–


პრეზიდენტები

სახელი


წლები
ალფრედ ედვარდსი1899–1909
ჯიანინო კამპერიო1909
პიერო პირელი1909–1928
ლუიჯი რავასკო1928–1930
მარიო ბერნაცოლი1930–1933
ლუიჯი რავასკო1933–1935
პიეტრო ანონი1935
პიეტრო ანონი
ჯ.ლორენცინი
რინო ვალდემარი
1935–1936
ემილიო კოლომბო1936–1939
აჩილე ინვერნიზი1939–1940
უმბერტო ტრაბატონი1940–1944
ანტონიო ბუსინი1944–1945
უმბერტო ტრაბატონი1945–1954
 


სახელი


წლები
ანდრეა რიცოლი1954–1963
ფელიჩე რივა1963–1965
ფედერიკო სორდილო1965–1966
ფრანკო კარარო1967–1971
ფედერიკო სორდილო1971–1972
ალბინო ბუტიჩი1972–1975
ბრუნო პარდი1975–1976
ვიტორიო დუინა1976–1977
ფელიჩე კოლომბო1977–1980
გაეტანო მარაცონი1980–1982
ჯუზეპე ფარინა1982–1986
როსარიო ლო ვერდე1986
სილვიო ბერლუსკონი
1986–2004
საპრეზიდენტო კომისია
2004–2006
სილვიო ბერლუსკონი
2006–2008













ამ გუნდმა გახსნითი მატჩი 1900 წლის 11 მარტს გამართა, კიდევ ერთი მილანური კლუბის "მედიონალიუმის” წინააღმდეგ, მატჩი "როსონერის" სასარგებლოდ 3-0 დასრულდა. შესაბამისად, "მილანის" პირველი ოფიციალური მატჩი "ტორინოს" წინააღმდეგ ჩატარდა, 1900 წლის, 15 აპრილს, ის თამაში უკვე 3-0 დათმეს მილანელებმა. არასასიამოვნო დასაწყისს, მალე გუნდის წარმატება მოჰყვა და მათ კლუბის ისტორიაში პირველი ტიტულიც მოიგეს, 1901 წელს, მათ თასის ფინალში "ჯენოას" სძლიეს 1–0. წარმატებათა სერია გრძელდებოდა, "მილანი საფეხბურთო გუნდმა" 1906–1907 წლებში უამრავი ტიტული მოიპოვა. მათ "იუვენტუსის", "ტორინოს" და "ანდეა დორიას" დამარცხება მოახერხეს. შემდეგი წელი ნამდვილად აღსანიშნავი თარიღებით იყო სავსე, 1908 წლის 9 მარტს ჩამოყალიბდა მეორე მილანური კლუბი – "ინტერი", მათ პირველი თამაში 1908 წლის 15 ოქტომბერს გადართეს, მიმდინარე შეხვედრა "როსონერის" გამარჯვებით 2-1 დასრულდა. ამ დროს "მილანის" ვარსკვლავი და საუკეთესო ფეხბურთელი რენცო დე ვეკი გახლდათ, იმდროინდელი ფეხბურთის ტალანტი.

1916-დან 1919 წლამდე, იტალიის ჩემპიონატი შეწყდა. მიზეზი პირველი მსოფლიო ომი იყო. ღონისძიება კიდევ ერთმა ტურნირმა ”ფედერარულმა თასმა” ჩაანაცვლა, რომელიც "მილანმა" მოიგო. 1926 წელს პიეტრო პირელიმ "მილანის" ახალი სტადიონი დააარსა – "სან სირო", ხოლო 1929 წელს, კალჩოც (სერია "ა") შეიქმნა. მსოფლიო ომების გარემოცვაში "მილანმა" რამოდენიმე სეზონი ძალიან უღიმღამოდ ჩაამტავრა და მხოლოდ მესამე ადგილებს დასჯერდა 1938 – 1941 წლებში. 1938 წელს "როსონერიმ" უკვე მესამედ და საბოლოოდ შიცვალა სახელი. "AC (Associone Calcio) Milan". ფაშისტების ერაში, გუნდმა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა სახელწოდების შეცვლა და ამჯერად ”მილანოს” დარქმევა, თუმცა იმ დროისათვის, როგორც იქნა ომი დასრულდა და საფეხბურთო სამყაროს უკვე მშვიდად შეეძლო განვითარება.

ომის შემდგომ პერიოდში, "მილანმა" განახლება და აღმასვლა დაიწყო. იტალიურ კლუბებს შეეძლოთ ეყიდათ 5 უცხოელი ფეხბურთელი. "მილანმა" კი შვედური ტრიო – გრე-ნო-ლი შეიძინა (გუბარ გრენი, გუნარ ნორდალი და ნილს ლიდჰოლმი), ისინი ამ გუნდის ნამდვილ ლიდერებად ჩამოყალიბდნენ, ნორდალთან ერთად, რომელიც "მილანის" ყველაზე შედეგიან ფეხბურთელად იქცა, მან 257 თამაშში 210 გოლის გატანა მოახერხა, რაც დამეთანხმებით ალბათ დიდებული შედეგია. ორივე მათგანი, გრენიც და ლიდჰოლმიც ამტკიცებდნენ, რომ ნახევარდაცვაში თამაშის პროფესიობალები იყვნენ. ისინი "მილანს" დაეხმარნენ 1951, 1955, 1957 და 1959 წლებში სკუდეტოს მოგებაში. "როსონერიმ" 1958 წელს ევროპის თასის ფინალშიც გააღწია და მადრიდის "რეალთან" დამატებით დროში დამარცხდა. 1950 წლის მიწურულს "მილანს" კიდევ 3 უდიდესი ფეხბურთელი ეწვია, ჟოზე ალტაფინი, ხუან ალბერტო სკაფონე და ჟანი რივერა, რომელიც მაშინდელ სარეკორდო თანხად $200,000 გადაიბირეს.

60-იანი წლები "მილანის" ისტორიაში ერთ–ერთისაუკეთესო პერიოდია, დროის ამ მონაკვეთში მათ 1962 წელს  სკუდეტო დაისაკუთრეს, 1963 წელს, ისტორიაში პირველად ევროპის თასი მოიპოვეს, მათი მსხვერპლი პორტუგალიური "ბენფიკა" იყო. მართალია ეუსებიომ "ბენფიკა" წინ გაიყვანა, მაგრამ ჟანი რივერას დახმარებით ალტაფინმა ორჯერ მეტოქის კარი ორჯერ დალაშქრა და "როსონერის" გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გაახარა. ეს იყო პირველი "ევროპის თასი", რომელიც იტალიური კლუბმა მოიგო. სხვა ფეხბურთელები, რომლებმაც ამ ერაში თავიანთი ნაკვალევი დატოვეს იყვნენ, ჩეზარე მალდინიო, ჯორჯო გეცი, ჯიოვანი ტრაპატონი და რა თქმა უნდა უდიდესი მწრთვნელი ნერეო როკო. 1967 წელს "მილანმა" პირველი კოპა იტალიაც მოიგო, მილანელებმა ფინალში "პადოვას" 1-0 სძლიეს. 1968-ში "მილანმა" დუბლიც შეასრულა, მათ სკუდეტო ზედიზედ მეორედ დაისაკუთრეს. "როსონერიმ" თასების თასიც მოიპოვა, მათ გერმანიის საუკეთესო კლუბი "ჰამბურგი" 2–1 დაამრაცხეს. შემდეგ სეზონში "მილანმა" მეოთხეჯერ მოიგო ევრიოპის თასი, იოჰან კრუიფის "აიაქსის" დამარცხებით 4-1. დაუვიწყარ ფინალში ბერნაბეუზე, პიერინო პრატიმ ჰეთრიკი შეასრულდა, რივერამ კი უდიდესი წვლილი შეიატანა გუნდის გამარჯვებაში. "როსონერის" სხვა ლეგენდები კარლ-ჰეინც შნელინგერი და ანჯელო სარმინი, ასევე აღსანიშნავად თამაშობდნენ. ამ ყვეალფერთან ერთად რივერამ  ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ინდივიდუალური პრიზიც დაიმსახურა და პირველი იტალიელი გახდა, ვინც ამ სიმაღლეს მიაღწია. ამის შემდეგ, შავ-წითლებმა საერთაშორისო თასიც მოიგეს, მათ "ესტუდიანტესი" 4-2 დაამარცხეს.

1970-იანი წლები "მილანისთვის" რთული პერიოდი აღმოჩნდა. ისეთმა ფეხბურთელებმა, როგორებიც იყვნენ შნელინგერი, ტრაპატონი, სორმანი და პრატი ან საერთოდ დატოვეს ფეხბურთი ან სხვა გუნდში გადაბარგდნენ, რივერა უფრო და უფრო ბერდებოდა, იტალიური კარები კი უცხოელებისთვის დახურული იყო. გუდნმა ზედიზედ სამჯერ სერია "ა"-ში მეორე ადგილი დაიკავა, 1972 წელს კოპა იტალია მოიგო "ნაპოლის" 2-0 დამარცხებით, ხოლო 1973 წელს იგივე ტიტული დაიცვა და "იუვენტუსი" პენალტების სერიაში დაამარცხა. "როსონერიმ" თავისი მეორე თასებით მფლობელთა თასიც მოიპოვა, ფინალში მათ "ლიდს იუნაიტედი" დაამარცხეს, ჩიარუგის გოლის წყალობით. შემდეგი გაბრწყინება ისევ კოპა იტალიაზე იყო 1977 წელს, სადაც შავ-წითლებმა "ინტერს" 2-0 მოუგეს. 1979 წელს გუნდმა მე-10 სკუდეტო მოიგო, ჟანი რივერამ ბოლო სეზონი ჩაატარა. მისი სახელი "მილანის" დიად ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა. ერთი ლეგენდის წასვლით, მეორემ სადებიუტო მატჩი ჩაატარა გუნდში, მისი სახელი იყო ფრანკო ბარეზი. ეს იყო დრო, როდესაც "მილანი" ძალიან ცუდ ფორმაში იმოფებოდა, ევროპულ სარბიელზე გუნდი ადრევე გამოეთიშა ასპარეზობას. შემდეგ "უეფას თასის" ფინალში მანჩესტერ სიტისთან დამარცხდა...

ეს იყო "მილანის" ყველაზე ბნელი პერიოდი მის ისტორიაში. 1980 წლის სეზონის დასასრულს, იტალიურ ფეხბურთში უდიდესი სკანდალი აგორდა. საქმე ეხებოდა ფეხბურთელების უკანონოდ ყიდვას. "როსონერი" იგივე მოქმედებაში დაადანაშაულეს, რაშიც უამრავი სხვა იტალიური გრანდი. "მილანის" დასჯა, გუნდის სერია "ბ"–ში გაძევებით შემოიფარგლა. ასეთი რამ პირველად მოხდა გუნდის ისტორიაში. 1981 წელს მაურო ტასოტისთან ერთად "მილანი" ისევ სერია "ა"–ში დაბრუნდა, თუმცა 1982 წლის სეზონი ისევ დამანგრეველი აღმოჩნდა "როსონერისთვის", ისინი უკვე მეორეჯერ გადაბარგდნენ მეორე დივიზიონში. აი მომავალი სეზონი კი ნამდვილად სასწაული იყო, სერია "ბ"-დან ახლადდაბრუნებულმა გუნდმა ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა. ბოლოს კი პრეზიდენტი, ჯუზეპე ფარინა არალეგალურად გაკეთებული ძალიან ბევრი საქმის გამო სამხრეთ აფრიკაში გუნდის ფულთან ერთად გაიქცა. "როსონერის" განადგურება ემუქრებოდა...

სილვიო ბერლუსკონი

თუმცა, 1986 წელს, სილვიო ბერლუსკონიმ "მილანი" იყიდა და გუნდის ახალი პრეზიდენტი გახდა. სილვიომ გუნდი მთლიანად განაახლა, მან დიდი თანხები ჩადო ახალგაზრდულ აკადემიაში და "მილანელოს" ბაზას  თანამედროვეობა შესძინა. გუნდის განახლება ასევე ახალი ფეხბურთელების ყიდვითაც შემოიფარგლა. გუნდი ისეთი ფეხბურთელებით გაძლიერდა, როგორებიც კოლომბო, ანჩელოტი, მასარო და ფილიპო გალი იყვნენ. რა თქმა უნდა ჰოლანდიურ ტრიოსთან ერთად (მარკო ვან ბასტენი, რუდ გულიტი და ფრენკ რაიკაარდი). ბერლუსკონიმ კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი, ამჯერად მან "მილანის" ლეგენდა ნილს ლიდჰოლმი მთავარი მწრთვნელის პოსტიდან გადააყენა და მის მაგივრად სრულიად უცნობი პიროვნება დანიშნა. ეს იყო არიგო საკი, რომლის ერას უკვე ცალკეული ადგილი აქვს დათმობილი გუნდის ისტორიაში.

ნელი სტარტის შემდეგ, "მილანმა" საკუთარი პოტენციალის გამოვლენა განაახლა, შემტევი ფეხბურთის წარმოჩენითა და ბრწყინვალე ტაქტიკური ელემენტებით გუნდი იტალიაში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობდა. 1988 წლის სეზონის მთავარი მოვლენა, "ნაპოლისა" და "მილანს" შორის დაპირისპირება გახლდათ, სკუდეტოს დაპყრობისათვის. 80,000 მარადონას ფანის წინაშე, ვირდისის ორი გოლითა და ვან ბასტენის კიდევ ერთი გაბრწყინებით "მილანმა" ურთულესი მატჩი ანგარიშით 3-2 მოიგო და თავისი მე-11 სკუდეტო შესძინა ტიტულების გალერეას. წარმატება იტალიის სუპერთასის მოგებით გაგრძელდა, სადაც მათ "სამპდორია" დაამარცხეს, ანგარიშით 3-1. შემდგომში, უკვე 1989 წელს, "როსონერი" ევროპის თასის ფინალში გავიდა , სადაც მათ ბუქარესტის "სტიაუასთან" მოუწიათ დაპირისპირება, მილანელებმა დაუვიწყარი გამარჯვება მოიპოვეს 4-0, ვან ბასტენმა და გულიტმა ორ–ორი გოლის გატანა მოახერხეს.

მომდევნო გაბრწყინებას ლოდინი არ დასჭირვებია, რამდენიმე თვის შემდეგ "მილანმა" სუპერთასზე "ბარსელონა" 2–1 დაამარცხა, შემდგომში საერთაშორისო ტიტულიც მოიპოვა, "მედელინის" დამარცხებით, 1-0. 1990 წელს "როსონერიმ" ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გაიმეორა, როცა ევროპის თასის ფინალში რაიკაარდის გოლით ბენფიკა დაამარცხა, შემდეგ ევროპის სუპერთასზე "სამპდორიას" მოუგო 3-1 და საერთაშორისო ტურნირზე "ოლიმპია ასუნსიონიც" გამანადგურებელი ანგარიშით 3-0 დაამარცხა. იმ პერიოდში ვან ბასტენიც და გულიტიც ევროპის საუკეთესო ფეხბურთელებად დაასახელეს. "როსონერი" ყველაფერში პირველი იყო და გასაკვირი არ არის, რომ ისტორიის ეს პერიოდი გუნდისთვის და გულშემატკივრებისთვის ყველაზე დაუვიწყარ ერად ითვლება.

1991-92 სეზონმა "მილანს" ახალი მწრთვნელი მოუყვანა, "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი ფაბიო კაპელო, ხოლო საკი იტალიის ეროვნული ნაკრების მწრთვნელი გახდა. თავის პირველ სეზონში კაპელომ სერია "ა" მოიგო და აღსანიშნავია, რომ არცერთი მატჩი არ წაუგია, ამით დაიწყო ისტორიული წაუგებელი მატჩების სერია, რომელმაც 58 მატჩამდე გასტანა. "როსონერიმ" შეძლო მოეგო სამი ტურნირი 1992-დან 1994-მდე, 3 იტალიის სუპერთასის ჩათვლის. იმ პერიოდში "მილანს" ახალი სახეები ეწვივნენ, როგორებიც იყვნენ ჟან-პიერ პაპინი, სებასტიანო როსი, სტეფანო ერანიო, ზვონიმირ ბობანი, მარსელ დესაილი და კრისტიან პანუჩი. კაპელოს ერა ამით არ დასრულებულა და გუნდის აღმასვლა უკვე ეუროარენაზეც აისახა, სადაც "მილანმა" დაუმარცხებელი გუნდის პროტოტიპი შექმნა.

1994 წელს მე-14 სკუდეტოს გარდა, "მილანმა" მე-5 ევრობის თასიც მოიგო, იმ დროისათვის მეტად სოლიდური "ბარსას" განადგურებით 4-0. მთელი გუნდის ვირტუოზული თამაშის, განსაკუთრებით კი ალბათ სავიჩევიჩიაა აღსანიშნავი. ეს იყო გასაკვირი შედეგი გუნდისთვის, რომელიც ”დაცვითი ფეხბურთის მატარებლად” იყო ცნობილი. "როსონერიმ" იმ სეზონში მოიგო სუპერ თასიც მოიგო, მათ "არსენალის" დამარცხება მოუწიათ და იტალიის სუპერ თასი. 1996 წელს, ჟორჟ ვეას და შესაბამისად მთელი გუნდის ბრწინვალე თამაშით, "მილანს" არ გასჭირვებია მე-15 სკუდეტოს მოგება. ალტერნატიულად, ეს ის დრო იყო, როცა გუნდში 3 ჰოლანდიელი მეფობდა, ვან ბასტენი, გულიტი და რაიკაარდი. ვან ბასტენი იძულებული გახდა კარიერა დაესრულებინა, უმძიმესი ტრავმის გამო, ამით მან მთელი მსოფლიოს და განსაკუთრების "მილანის" გულშემატკივარი დაამწუხრა. სეზონის ბოლოს, ფაბიო კაპელო მადრიდის "რეალში" წავიდა, ხოლო მისი შეცვლა ოსკარ ტაბარესმა ითავა. მან მხოლოდ 5 თვე უთავკაცა გუნდს და შემდეგ ისევ არიგო საკი დაბრუნდა, რომელიც 1998 წელს უკვე მეორეჯერ ფაბიო კაპელომ ჩაანაცვლა. "მილანის" ისტორიის შესანიშნავი თავი დასასრულს მიუახლოვდა, რადგან ბარეზიმაც და ტასოტიმაც ფეხბურთიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შემდეგ "როსონერი" კვლავ დიდ ავტორიტეტებს ყიდულობდა, იმის იმედით, რომ ეს წარმატების მთავარი საწინდარი იქნებოდა, თუმცა ამან სასტიკად არ გაამართლა...

ბერლუსკონიმ გადაწყვიტა ახალი მენეჯერი, სახელად ალბერტო ძაკერონი მოეყვანა, რომელიც "უდინეზეში" სასწაულებს ჩადიოდა. "მილანმა" ასევე იყიდა ოლივერ ბირჰოფი და ტომას ჰელვეგი, ეს უკანასკნელიც "უდინეზედან" გადმოიყვანეს. 1999 წელი თითქოს უტიტულოდ უნდა დასრულებულიყო, სანამ "მილანმა" შესანიშნავი საშინაო 10 მატჩიანი მოგებების სერია არ წამოიწყო. ძაკერონი შეუერთდა საპატიო სიას, სადაც ნერეო როკო, არიგო, საკი და ფაბიო კაპელო იყვნენ, როგორც მწრთვნელები, რომლებმაც სადებიუტო სეზონში მოიგეს სერია "ა". თუმცა, ამასთანავე "როსონერი" ევროპულ არენაზე ძალიან წარუმატებელად ასპარეზობდა, ზაკერონიმ 2001 წლამდე გაძლო და შემდეგ ის ტერიმმა შეცვალა, მაგრამ სამწუხაროდ მისმა მწრთვნელობამ მხოლოდ რამოდენიმე თვე გასტანა.

"მილანმა" კარლო ანჩელოტის აყვანა გადაწყვიტა, მაგრამ საყრდენი ფეხბურთელების გრძელვადიანმა ტრავმებმა, როგორებიც იყვნენ, შევჩენკო, რუი კოშტა, მალდინი, ინძაგი, ამბროზინი და ალბეტრინი, "როსონერის" დიადი მიზნები მხირე ხნით გააქარწყლა. ადრიანო გალიანი და პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი დარწმუნდნენ, რომ 2002-2003 წელი ძალიან დატვირთული იქნებოდა და ამიტომ მნიშვნელოვანი ფეხბურთელები იყიდეს, ალესანდრო ნესტა, რივალდო და კლარენს ზეედორფი. ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული კვალიფიკაციის შემდეგ, "მილანმა" თავის სტილში დაიწყო თამაში, ისეთი თამაში, რომლითაც ათწლეულების წინ "როსონერის" გულშემატკივრები ტკბებოდნენ. "მილანი" დომინირებდა... ისევე, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე სერია "ა"-ში, მეტწილად ინძაგის ბრწინვალე ფორმის და ზეედორფის ჭკვიანური თამაშის წყალობით. ასევე აღსანიშნავია დიდას თამაში და ანდრეა პირლოს გაბრწყინება, რომელიც როგორც იქნა ისეთ ფეხბურთელად იქცა, რომელსაც ბევრი წინასწარმეტყველებდა.

"მილანის" საიმედო სეზონი ზეედორფის, პირლოს, სერჟინიოს და სხვების ტრავმებმა გააცუდა, ამან კი სერია "ა"-ში დაღმასვლა განაპირობა. "მილანი" ისევ კარგად აგრძელებდა ასპარეზობას ჩემპიონთა ლიგაზე და პროგრესირებდა კოპა იტალიაზე. ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში კომპორტულად კვალიფიკაციის შემდეგ "როსონერის" ძალია ძლიერი მოწინააღმდე "აიაქსი" შეერკინა, 1/2 ფინალში კი კენჭისყრის შედეგად "ინტერი" ხვდა წილად. ამ ორმატჩიან დუელში "როსონერიმ" იმარჯვა და ფინალშიც გააღწია. კოპა იტალიის ფინალურ ეტაპზე კი მათ "რომას" ძლევა მოუხდათ.

რაც შეეხება ისევ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს, დიახ, ეს იყო "იუვენტუსი", რომელმაც შეძლო "რეალის" 1/2 ფინალიდან გაგდება და სრული იტალიური ფინალის ორგანიზება. ამ დროს "როსონერიმ" უკვე კოპა იტალიის პირველ თამაშში "რომა" 4-1 დაამარცხა. როგორც იქნა, ჩემპიონთა ლიგის ფინალიც მოახლოვდა, დაპირისპირების გამარჯვებული პენლებს უნდა გამოევლინა, ანდრეი შევჩენკომ კი შეძლო გადამწყვეტი დარტყმის წარმატებით განხორციელება და "მილანს" მე-6-ჯერ მოაგებინა ეს ტურნირი. ამას კოპა იტალიის მოგება მოჰყვა 80.000 გულშემატკივრის წინაშე.

2003/2004 სეზონის დასაწყისში "მილანმა" კიდევ ერთი ევროპული ტიული შესძინა საკუთარ კოლექციას,  მათ "პორტო" დაამარცხე სუპერ თასზე. ისევ შევჩენკო, რომელმაც ერთი გამარჯვების გოლი გაიტანა და საუკეთესო იყო მოედანზე. შემდეგ გუნდმა პროგრესულად დაიწყო სერია ა. 2004 წლის დასაწყისში "მილანმა" ფორმა აიკრიფა და შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებდა.

სეზონის აღმოჩენა ახალგაზრდა ბრაზილიელი კაკა იყო. ის იყო "მილანის" შეტევის ნამდვილი ბურჯი და მამოძრავებელი ძალა, ასევე მან სეზონში რამოდენიმე მნიშვნელოვანი გოლის გატანაც შეძლო. ბევრს სჯეროდა, რომ კაკა საუკეთესო გახდებოდა. "როსონერი" სწორ გზას ადგა, იმისათვის, თუმცა მოულოდნელად "დეპორტივოსთან "1/4 ფინალში წააგო და ტურნირს დაემშვიდობა. შოკმა გავლენა არ იქონია ქვეყნის ტურნირზე და ამ გუნდმა წარმატებით შეძელო სკუდეტოს მე-17-ჯერ აღება. რეკორდის დამყარებით, სეზონში ყველაზე მეტი - 82 ქულა. 2004/2005 სეზონის დასაწყიში "მილანმა" მე-5-ჯერ მოიგო იტალიის სუპერთასი, "ლაციოს" დამარცხებით. ყველა გოლი ანდრეი შევჩენკომ გაიტანა და უკვე მერამდენეჯერ დაეხმარა "მილანს" ტიტულების მოგებაში. პირველი შემთხვევა, როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის ფინალში "იუვენტუსთან" გატანილი პენალი იყო.

"მილანი" და "მოხუცი სენიორა" მთელი სეზონის გამნავლობაში დომინირებდნენ ქვეყნის ჩემპიონატში, სანამ "იუვენტუსმა" მილანი არ დაამარცხა, რამდენიმე ტურით ადრე ჩემპიონატის დასრულებამდე და შესაბამისად ტიტულის მფლობელიც გახდა. "როსონერი" ჩემპიონთა ლიგაზე კვლავ დომინირებდა სადაც, ისტამბულში, ფინალში გააღწია და "ლივერპულს" დაუპირისპირდა. "როსონერი" სრულად აკონტროლებდა პირველ ტაიმს და შესვენებაზე, 3-0 ანგარიშით გავიდა. ძალიან მალე ყველაფერი შეიცვალა, ინგლისელებმა მეტოქეს 3 უპასუხი გოლი გაუტანა და პენალტების სერიაში ინგლისელების მეკარე დუდეკი ნამვილ გმირად იქცა. მან რამდენიმე თერთმეტმეტრიანი მოიგერია და, "ლივერპულს" ჩემპიონობა მოუპოვა.

2005-2006 სეზონმა ისევ "მილანი" და "იუვენტუსი" დააპირისპირა. ეს ისევ ის "იუვენტუსი" იყო, რომელმაც 3 ქულიანი სხვაობით დაისაკუთრა სკუდეტო. ეს სეზონი ასევე დიდხანს გვემახსოვრება, რადგან ანდრეი შევჩენკომ "მილანიდან"–" ჩელსიში" გადასვლა გადაწყვიტა, 62 მილიონ ევროიანი შეთანხმების თანახმად. მიზეზი ოჯახი იყო, რადგან ანდრეის შვილის გაზრდა ინგლისურენოვან გარემოში უნდოდა. "მილანის" ხელმძღვანელობამ და გულშემატკივრებმა უშედეგოდ სცადეს შევჩენკოს აზრის შეცვლა.

კორუფციულმა სკანდალმა, რომელმაც "მილანი" და სხვა იტალიური კლუბები დააზარალა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. როსონერი -15 ქულიანი ჰანდიკაპით ჩემპიონატში და ჩემპიონთა ლიგაზე მოწყვეტით დაისაჯა. თუმცა, დიდი ბრძოლის შემდეგ, ჰანდიკაპი -8 ქულამდე შემცირდა და გუნდს ლიგაზე თამაშის უფლებაც მისცეს. ყველაფრის მიუხედავას, ამან უამრავი პრობლემა გამოიწვია გუნდში, მაგალითად, სატრანსფერო პოლიტიკაში. "მილანმა" ძალიან ნელი ტემპით დაიწყო სეზონი, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ფორმა ნამდვილად უკეთესი იყო. სიტუაცია სერია "ა"-შიც გამოუმჯობესდა, რონალდოს დახმარებით, რომელმაც 7 გოლი გაიტანა. გუნდმა შეიძლება ითქვას, ყველასთვის გასაკვირად ჩემპიონთა ლიგის ფინალში გააღწია და ათენში ისევ "ლივეპულს" დაუპირისპირდა. პიპო ინძაგიმ დუბლი შეასრულა და "მილანს" მე-7 ლიგის მოგებაში დაეხმარა.

"მილანმა" გამარჯვებათა სერია მე-5 სუპერთასის მოგებით გააგრძელა, იტალიელებმა მონაკოში "სევილია" დაამარცხეს. გოლები ინძაგიმ, იანკულოვსკიმ და კაკამ გაიტანეს. ასევე დასამახსოვრებელი იყო "ბოკა ხუნიორსთან" მოგებული მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. 2008-2009 სეზონში, "როსონერიმ" რონალდინიო შეიძინა და კაკას გაყიდვა გადაწყვიტა მადრიდის "რეალში", მიზეზად კი ფინანსური პრობლემები დასახელდა. "მილანის" ისტორიის დიდი ნაწილიც დასრულდა, პაოლო მალდინი ფეხბურთიდან წავიდა, 25 წლიანი დაუვიწყარი კარიერის შემდეგ. მან 902-ჯერ მოირგო გუნდის ფორმა. ახლა კი გუნდში ახალი ვარსკვლავები მოდიან, ალეშანდრო პატო, მარკო ბორიელო, ლუკა ანტონინი და იგნასიო აბატე...


სტადიონი 


მილანის სტადიონი "სან სიროა", ეს არენა 1926 წელს "როსონერის" მესვეურების თაოსნობით გაკეთდა, მაგრამ საუკუნის დასარულს, ეს მოედანი მეორე მილანური გრანდის "ინტერის" საშინაო არენადაც იქცა.

"ჯუზეპე მეაცას" სახელობის სტადიონი ანუ "სან სირო"
  • სახელი - "სან-სირო", ჯუზეპე მეაცა
  • გაიხსნა - 1926 წლის 19 სექტემბერს
  • მისამართი - ვია დეი პიკოლომინის N5
  • მინდვრის საფარი - 105 X 68
  • ტევადობა - 82.955
  • VIP ადგილები - 5 200
  • პრესლოჟა - 200
  • პარტერი - 3 600 ლუქსი.

ტიტულები

  • იტალიის ჩემპიონი: 17
    • 1901, 1906, 1907, 1950—51, 1954—55, 1956—57, 1958—59, 1961—62, 1967—68, 1978—79, 1987—88, 1991—92, 1992—93, 1993—94, 1995—96, 1998—99, 2003—2004
  • იტალიის თასი: 5
    • 1966—67, 1971—72, 1972—73, 1976—77. 2002—03
  • იტალიის სუპერ თასი: 5
    • 1988, 1992, 1993, 1994, 2004
  • ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული: 7
    • 1962—63, 1968—69, 1988—89, 1989—90, 1993—94, 2002—03, 2006—07
  • თასების თასი: 2
    • 1967—68, 1972—73
  • უეფას სუპერ თასი: 5
    • 1989, 1990, 1994, 2004, 2007
  • საკონტინენტთაშორისო ჩემპიონატი/საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი: 4
    • 1969, 1989, 1990, 2007






















გიორგი კევლიშვილი

სხვა სტატიები:
ზეედორფი ბრაზილიაში მკურნალობს (02.23.2010)
გალიანი:"აბიატი 'მილანში' რჩება" (02.23.2010)
ადრიანო "მილანში" ? (02.23.2010)
ბექემი:"ინტერს' წინსვლის საშუალება არ უნდა მივცეთ" (02.23.2010)
ლეონარდო:"ბორიელო კარგ ფორმაშია" (02.22.2010)
გალიანი:"სკუდეტო ჩვენს ინტერესებში არ შედის" (02.22.2010)
კალაძე თავის შანსს ელის (02.21.2010)
ლეონარდო:"თუ ბერლუსკონის ვერ ვაკმაყოფილებ, მაშინ წავალ" (02.21.2010)
ინძაგი "ბარის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს (02.20.2010)
ლეონარდო მიდის? (02.19.2010)
"მილანი" რადუთი დაინტერესდა (02.19.2010)
ბერლუსკონი "მანჩესტერთან" მარცხით უკმაყოფილოა (02.19.2010)
ჩეზარი მალდინი:"მილანსა და მანჩესტერს შორის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა" (02.18.2010)
ბორიელო ბრუნდება... (02.18.2010)
ზეედორფი:"ბრძოლა არ დასრულებულა, ყველაფერი მომდევნო შეხვედრაში გადაწყდება" (02.17.2010)
ფერგიუსონი:"მილანმა" რუნი ვერ შეაჩერა" (02.17.2010)
ბექემი:"ჯერ არაფერი არ დასრულებულა, მთავარი ბრძოლა წინაა" (02.17.2010)
მილანი V.S მანჩესტერი (პერსონალური შედარება) (02.16.2010)
კლარენს ზეედორფი:"ბექემმა, თუ გაიტანა აუცილებლად უნდა აღნიშოს" (02.16.2010)
მილანი – მანჩესტერი (პრევიუ) (02.15.2010)



 
ყველა სიახლე  
  საქართველო
  ინგლისი
  იტალია
 » ინტერნაციონალე
 » მილანი
 » იუვენტუსი
 » რომა
 » სხვა კლუბები(იტა)
 » სანაკრებო დონე(იტა)
 » ლაციო
 » მატჩის წინ
 » მატჩის შემდეგ
  ესპანეთი
  გერმანია
  საფრანგეთი
  ვიდეო საცავი
  პორტუგალია
  ჰოლანდია
  უკრაინა
  ევროტურნირები
  მოედნის მიღმა
  გუნდების ისტორია
  ბიოგრაფიები
  ინტერვიუები
  სანაკრებო დონე
  სხვა კლუბები
  მნიშ. ფაქტები
  Fanebi T.V.
  შეფასებები
  საფეხბურთო იუმორი
  Foreign Press
  სხვა
  აფრიკის თასი 2010
  მსოფლიო ჩემპიონატი
  ::| Poll
კმაყოფილი ხართ "მილანში" ლეონარდოს მუშაობით?
დიახ
არა, შესაცვლელია
არა, მაგრამ გააუმჯობესებს
 
  ::| Newsletter
Your Name:
Your Email:
 




 
 
  ::| Events
August 2010  
Su Mo Tu We Th Fr Sa
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        
 
  გალერეა

მასიმო ამბროზინი სათადარიგოთა სკამზე

::| ცხელი სიახლე
მილანელთა შეფასებები
"მილანი" ვან დერ ვაარტის გადაბირებას აპირებს
გატუზომ დარჩენა გადაწყვიტა
ახალი კონტრაქტი რონალდინიოს: მადლობა Fly Emirates ს
მილანის ფეხბურთელებმა ახალი ფორმა წარადგინეს (ფოტოკოლაჟი)
აბიატის კარიერის "მილანში" დასრულება სურს
დიარა თუ ბლაზი?
მენეზეში აქცენტს პატოზე და სილვაზე გააკეთებს
გალიანი: “რონალდინიო არ იყიდება”
გატუზოს მავუბათი შეცვლიან?
"მილანი" ოკაკათი დაინტერესდა
გატუზო გზაგასაყარზე
ბარეზი: მარადონა სისხლს მიშრობდა!
ვან დერ ვაარტი “მილანში” ?
ჰუნტელაარი მანჩესტერშია
სილვიო ბერლუსკონი: უკანასკნელი შვიდი წელი ჩვენს დიდებაზე მეტყველებს
ოფიციალურად: სოკრატისი მილანელია
25 აგვისტოს გაირკვევა
სიმართლე დღეს გაირკვევა
ბრაზილია/ფლამენგო – ამბები რონალდინიოზე
 

Gib Group
[მაღლა]