"როსონეროს" ინგლისელმა ნახევარმცველმა "მანჩესტერი" – "მილანის" მატჩზე
ისაუბრა, რომელიც ფერგიუსონის შეგირდებმა დიდი ანგარიშით 4–0 მოიგეს.
დევიდ ბექემი საკუთარ გუნდში და საერთოდ მოედანზე ერთ–ერთი საუკეთესო იყო,
'ჯარიმის მეფედ' აღიარებულმა ინგლისელმა მართლაც რომ ბრწყინვალე შეხვედრა
ჩაატარა.
"პირადი მიღწევები ჩემთვის არაფერს ნიშნავს, მთავარია გუნდმა მიაღწიოს წარმატებას... მიღწეული შედეგით გულნატკენი ვარ, ასეთ დასასრულს ნამდვილად არ ვიმსახურებდით."
"ოლდ ტრაფორდზე დაბრუნება და იქაურ პუბლიკასთან შეხვედრა ჩემთვის ძალიან დიდი სიურპრიზი იყო, გულშემატკივარმა თბილად მიმიღო, რამაც უდიდესი სიამოვნება მომანიჭა..."
"ვფიქრობ ლეონარდო სწორად მოიქცა, რომ შემტევი ტაქტიკით გვათამაშა, წაგება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი, ფეხბურთელების ბრალია."