კატანიას ახალი მწვრთნელის მოძებნა მოუწევს
კვირა, 05.24.2009, 09:49pm (GMT+4)
იტალიური კატანიას ( Catania ) მწვრთნელმა ვალტერ ძენგამ განაცხადა,რომ იგი სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს.დღეს მისმა გუნდმა 3:1 სძლია სახლში ნაპოლის ( Napol ) და მე-14 ადგილზე დამკვიდრდა 43 ქულით.ეს იყო უკანასკნელი მატჩი ძენგას თავკაცობით კატანიასი ( Catania ) ,რომელიც სახლში ჩაატარა.
" მე მშვიდად ვიყავი,რადგან ეს იყო უკანასკნელი მატჩი,რომელიც კატანიას თავკაცის რანგში ჩავატარე სახლში.რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება,მაგრამ მე ეს მივიღე,რადგან ვფიქრობ,რომ უკეთესია წავიდე გუნდიდან.მინდა გითხრათ,რომ სხვა გუნდებთან კონტაქტი არ მაქვს. "
გურამ თათეშვილი
|