ემპოლი და პალერმო მჭედლიძეზე შეთანხმდნენ
ოთხშაბათი, 06.24.2009, 07:59pm (GMT+4)
გასულ კვირას ორივე გუნდის ხელმძღვანელობა შეხვდა და საბოლოოდ გადაწყდა, რომ ლევან მჭედლიძე სიცილიურ მაისურს კვლავ მოირგებს. “ემპოლის” ყოფილმა მწვრთნელმა, ლუიჯი კანიმ, რომელიც ამჟამად “პარმაში” მუშაობს, მჭედლიძეს, შვედი ფორვარდის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის მომავალი უწინასწარმეტყველა, რაზეც ვიტალემ შემდეგი თქვა: “ლევანი კარგი ფეხბურთელია და თუ ჩავთვლით, რომ თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში 90 წუთი ათამაშებენ, საქმე ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელთან გვაქვს." – განაცხადა პალერმოს ყოფილმა დამრიგებელმა ლუიჯი კანიმ
თორნიკე ცირამუა
|