|
|
|
ნიგერიის ნაკრები ლაგერბეკს ჩააბარეს
Saturday, 02.27.2010, 05:42pm
მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის მონაწილე ნიგერიის ეროვნულ ნაკრებს შვედეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლარს ლაგერბეკი გაუძღვეა. ამასთან დაკავშირებით ფიფას ოფიციალური ვებ–გვერდი იუწყება. როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, შვედმა სპეციალისტმა ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციასთან 5 თვიანი კონტრაქტი გააფორმა, ანუ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გაირკვევა ლაგერბეკი კვლავ გააგრძელებს თუ არა აფრიკელებთან თანამშრომლობას.
|
|
 |
ხორვატია საქართველომდე ბელგიას დაუპირისპირდება
Wednesday, 02.17.2010, 09:48pm
საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის 2012 წლის შესარჩევი ციკლის მეტოქე ხორვატიის ეროვნული ნაკრები ბელგიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. ამასთან დაკავშირებით ბრიტანული ინტერნეტ–გამოცემა იუწყება. სლავენ ბილიჩს ჰყავს უკვე დასახელებული 3 მარტის თამაშისთვის. აღსანიშნავია, რომ ხორვატთა გაფართოებულ შემადგენლობაში პრაქტიკულად ყველა წამყვანი ფეხბურთელია გამოძახებული.
|
|
 |
ევრო 2016–ის მასპინძლობისთვის სამი ქვეყანა იბრძოლებს
Tuesday, 02.16.2010, 02:35pm
ევროპის 2016 წლის მასპინძლობის მსურველები, თურქეთი, იტალია და საფრანგეთი გახდნენ. ამასთან დაკავშირებით უეფას ოფიციალური ვებ–გვერდი იუწყება. ხსენებულმა სამმა ქვეყანამ რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად წარადგინეს საკუთარი კანდიდატურები ევრო 2016 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის. გეტყვით, რომ ევრო 2016 წლის მასპინძელი ქვეყნის ვინაობას, უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი 28 მაისს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გამოაცხადებს. წესდების თანახმად, ხმის მიცემის უფლება მიშელ პლატინს, უეფას აღმასკომის ვიცე–პრეზიდენტ შენეს ერზიკსა და კომიტეტის წევრ ჯანკარლო აბეტეს არ ექნებათ ხმის მიცემის უფლება, ვინაიდან ისინი ხსენებული ქვეყნის მოქალაქენი არიან.
|
|
 |
ალან ჟირესი უმუშევარი დარჩა
Saturday, 02.13.2010, 09:55pm
გაბონის ფეხბურთის ფედერაციამ ფრანგ სპეციალისტ ალენ ჟირესთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.საქმე ის არის ,რომ აფრიკელები უკმაყოფილებას გამოთქვამენ მათი ნაკრების ნაჩვენები შედეგით და ახალი მწვრთნელის ძიებაში არიან. ჟირესის თავკაცობით ,გაბონის ნაკრებმა ვერ შეძლო მუნდიალზე გასვლა და ვერც აფრიკის თასზე მოახერხა თავის გამოჩენა.
|
|
 |
ლატვიის ეროვნული ნაკრები სომხეთს დაუპირისპირდება
Friday, 02.12.2010, 11:10pm
ლატვიის ეროვნული ნაკრები, რომელიც ევროპის 2012 წლის შესარჩევ ციკლში F ჯგუფში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე იქნება, 3 მარტს სომხეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. როგორც ლატვიური წყარო იუწყება, შეხვედრა ორ ნაკრებს შორის კვიპროსში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ამავე დღეს თემურ ქეცბაის შეგირდები ამხანაგურ მატჩს ეროვნულ სტადიონზე ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.
|
|
 |
ვინ ჩაიბარებს ისრაელის ნაკრებს?
Friday, 02.12.2010, 11:03pm
ისრაელის ნაკრები მთავარი მწვრთნელის ძიებაშია.საქმე ის არის ,რომ ებრაული ნაკრების ამჟამინდელ თავკაცს დრორ კაშტანიას კონტრაქტი წლეულს ზაფხულში ეწურება და ისრაელის ფეხბურთის ფედერაცია მასთან თანამშრომლობის გაგრძელებას აღარ გეგმავს.
|
|
 |
Page 1/10: [1] 2 3 4 5 6 7 ... || »
|
|
|
|
|
| Su |
Mo |
Tu |
We |
Th |
Fr |
Sa |
| |
1 |
2 |
3 |
4 |
5 |
6 |
| 7 |
8 |
9 |
10 |
11 |
12 |
13 |
| 14 |
15 |
16 |
17 |
18 |
19 |
20 |
| 21 |
22 |
23 |
24 |
25 |
26 |
27 |
| 28 |
29 |
30 |
31 |
|
|
|
|
| |
|
 |
|
 |
|
| ::| Hot News |
|
 |
|
|
|