|
|
|
პრემიერ ლიგა სურათებში
Saturday, 02.27.2010, 10:04pm
ალბათ უკვე შეამჩნევდით ჩვენს მიერ შემოთავაზებულ კიდევ ახალ ნოვაციას, რომელიც ითვალისწინებს მსოფლიოს ყველაზე რეიტინგული და ძლიერი დივიზიონის პრემიერ ლიგის ფოტომიმოხილვების გაკეთებას. დღეს უკვე დაემატა 3 მატჩის ფოტომიმოხილვა: "ჩელსი" - "სიტი", "ბარნლი" - "პორტსმუტი" და "ბირმინგემი" - "უიგანი". ყველა სურათი რა თქმა უნდა მაღალი ხარისხის გახლავთ. პრემიერ ლიგის ფოტომიმოხილვები შეგიძლიათ იხილოთ შესაბამის განყოფილებაში: გალერეა.
|
|
 |
ტოპ 10 შეხვედრა (მსაჯები იტალიელების წინააღმდეგ)
Saturday, 02.20.2010, 01:00pm
ამ ბოლო დროს მსაჯების კრიტიკა მოდაში შემოვიდა, თვით "Uefa"-ს რეფერებიც კი უამრავ შეცდომას უშვებენ, ამით კი გულშემატკივრის გაღიზიანებას იწვევენ...
|
|
 |
10 მსგავსება ინგლისურ და იტალიურ ფეხბურთს შორის
Friday, 02.12.2010, 01:30pm
ფეხბურთის ექსპერტთა აზრით, ინგლისურ და იტალიურ ფეხბურთს შორის ძალიან დიდი მსგავსებაა.
|
|
 |
ნომრები, ნომრები...
Wednesday, 02.10.2010, 12:18am
ნებისმიერი ფეხბურთელის კარიერა გუნდში ნომრის არჩევით იწყება. ზოგისთვის ეს სუფთა ფორმალობაა, ზოგიერთისთვის კი მნიშვნელოვან, ერთგვარ მისტიურ ხასიათსაც კი ატარებს. მაგალითად დონეცკის "შახტარიდან" "ზენიტში" გადასულს ანატოლი ტიმოშჩუკს ნაცნობი 4 ნომრიანი მაისურის შენარჩუნება სურდა, მაგრამ ის დაკავებული აღმოჩნდა. ბევრი ფიქრის შემდეგ უკრაინელმა 44 ნომერი აირჩია და სულ ცოტა ხანში "ზენიტის" ისტორიული წარმატების მთავარი შემოქმედი გახდა, უეფას თასის ფინალი კაპიტნის რანგში მოიგო.
|
|
 |
გაზა ჩვეულ სტილში...
Tuesday, 02.09.2010, 06:35pm
ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა პოლ გასკოინი აგერ უკვე მერამდენედ პოლიციამ არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისთვის დააკავა.შეგახსენებთ,რომ გაზა ბოლოს ,სულ ორი თვის წინათ დებოშის მოწყობისთვის დააპატიმრეს .
|
|
 |
"ლა მასია" ანუ ორიოდე სიტყვა "ბარსელონას" ლეგენდარულ აკადემიაზე
Friday, 02.05.2010, 10:37pm
ხოსეპ გუარდიოლა, გილერმო ამორი, სერხი ბერხუანი, ივან დე ლა პენია, მიქელ არტეტა, პეპე რეინა, ლუის გარსია, ალბერტ ფერერი, ტიაგო მოტა, კარლეს პუიოლი, ვიქტორ ვალდესი, ხავი, ანდრეს ინიესტა, სესკ ფაბრეგასი, ხერარდ პიკე, ლიონელ მესი – ყველა ეს ფეხბურთელი თანამედროვე საფეხბურთო საზოგადოებამ "ბარსელონას" ლეგენდარული ახალგაზრდული აკადემიიდან გაიცნო.
|
|
 |
|
|
|
|