რაული ბედნიერია ; ოფიციალური: ფაბიო აურელიო ლივერპულში დაბრუნდა ; ტამუდო სოსიედადში გადაბარგდა ; მანჩესტერ სიტი – ინტერი 0-3 ; როსი: ინტერი მშვენიერი ვარიანტია
 
მოედნის მიღმა
 
"ლა მასია" ანუ ორიოდე სიტყვა "ბარსელონას" ლეგენდარულ აკადემიაზე
პარასკევი, 02.05.2010, 10:37pm (GMT+4)

ხოსეპ გუარდიოლა, გილერმო ამორი, სერხი ბერხუანი, ივან დე ლა პენია, მიქელ არტეტა, პეპე რეინა, ლუის გარსია, ალბერტ ფერერი, ტიაგო მოტა, კარლეს პუიოლი, ვიქტორ ვალდესი, ხავი, ანდრეს ინიესტა, სესკ ფაბრეგასი, ხერარდ პიკე, ლიონელ მესი – ყველა ეს ფეხბურთელი თანამედროვე საფეხბურთო საზოგადოებამ "ბარსელონას" ლეგენდარული ახალგაზრდული აკადემიიდან გაიცნო.

"ლა მასია", როგორც მას უწოდებენ, (კატ. მთისპირა სახლი, აგარაკი) შორეულ 1902 წელს აიგო და თავდაპირველად კლუბის ოფიციალურ რეზიდენციას წარმოადგენდა. თუმცა მოგვიანებით, კამპ ნოუს აგების შემდეგ, ლა მასიას დღევანდელი დანიშნულება მიენიჭა - კლუბის ბაზა და ახალგაზრდული აკადემია. სწორედ იქ, პარალელურად ხვეწენ ოსტატობას გუნდის ახლანდელი და მომავალი ვარსკვლავები.

"იმ ფეხბურთელთა უმრავლესობა, რომელიც აკადემიიდან დიდ გუნდში ხვდებოდა, "ლა მესიაში" 7 წლის ასაკიდან ვარჯიშობდა", – ამბობს იოჰან კრუიფის თანაგუნდელი, ამჟამად კი "ბარსას" ერთ–ერთი ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი კულეს კიკე კოსტასი. "შეიძლება ითქვას, რომ 17–18 წლის ფეხბურთელების ყიდვა არათუ არ გვიწევს, არამედ არც არის სასურველი, რადგან მათ "ბარსელონას" სტილთან შესაგუებლად საკმაოდ დიდი დრო დასჭირდებათ, მაშინ როცა, აკადემიის ეზოში მორბენალმა ნებისმიერმა ბავშვმა იცის, რა ტაქტიკით და სულისკვეთებით თამაშობს "კატალონიის სიამაყე".

"ასე რომ, ჩვენი სკაუტები ბავშვების აღმოჩენას უფრო ესწრაფიან, ვიდრე ჩამოყალიბებული ფეხბურთელისა და ეს არა მხოლოდ ესპანეთის მასშტაბით ხდება. ვიცით რა, რომ "მასიაში" მიღებული გამოცდილება ჩვენივე გუნდში ძალიან დიდად ფასობს, ვცდილობთ იგი აღსაზრდელებით მოვამარაგოთ და ამით ჩვენივე მომავალი უზრუნველვყოთ. არის მეორე მომენტიც, "ბარსელონა" განსაკუთრებული გუნდია, აქ დამწყები ფეხბურთელი, რომელიც ადრე თავდამსხმელი გახლდათ, შეიძლება დაცვაში დააყენონ, რადგან ტექნიკა და სისწრაფე "მასიაში" აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა, რომ ვინმე რაიმეთი გააკვირვო".

"ბარსელონას" ახალგაზრდული სისტემა მსოფლიოში ყველა ბიჭისთვის საოცნებო ადგილია", – ამბობს ლიონელ მესი. "უკვე 13 წლის ასაკში, მწვრთნელები არა ყველა მატჩში გამარჯვების აუცილებლობას, არამედ საკუთარ თავზე მუშაობის სურვილს გინერგავენ. ეს არგენტინაშიც ასეა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ იქ არავინ გყავს, ვინც მიგითითებს რა უნდა გააკეთო, "ბარსაში" კი ამ მხრივ საუკეთესო სიტუაციაა. მახსოვს, "მასიაში" თერთმეტი თერთმეტის წინააღმდეგ ნახევარ მოედანზე ვთამაშობდით და ბურთისთვის ფეხის მხოლოდ ერთხელ შეხების უფლება გვქონდა, დღემდე ვთვლი, რომ ჩემი სისწრაფე და ტექნიკური არსენალის მრავალფეროვნება ამ ვარჯიშების დამსახურებაა", – ამბობს ოქროს ბურთის ამჟამინდელი მფლობელი.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, პრობლემები ახალგაზრდა ფეხბურთელებს რათქმაუნდა "ბარსელონაშიც" აქვთ და ეს უკიდურესად დიდი კონკურენციაა, რომელიც პირველ გუნდში არსებობს. შესაბამისად ძალიან ბევრ ნიჭიერ ფეხბურთელს აკადემიის დამთავრების შემდეგ კლუბის დატოვება და სხვა ნავთსაყუდელის მოძებნა უწევს, სწორედ ამ მიზეზით წავიდნენ თავის დროზე ინგლისში სესკ ფაბრეგასი და ხერარდ პიკე. ამ უკანასკნელმა, რომელიც ცოტა ხნის წინ "კამპ ნოუზე" დაბრუნდა, აღიარა კიდეც, რომ იმ დროისთვის "ბარსას" პირველ გუნდში მოხვედრა უბრალოდ შეუძლებელი იყო, დაცვის ხაზში ხომ ტიურამი, მილიტო, მარკესი და პუიოლი თამაშობდნენ. რაც შეეხება სესკს, მის შემთხვევაში საქმე კიდევ უფრო ცუდადაა, იმ ფორმაციის "ბარსელონას" ნახევარდაცვის ხერხემალს ინიესტა, ხავი და დეკუ წარმოადგენდნენ. ცოტა ხნის შემდეგ "ბარსელონას" აკადემიიდან პირველ გუნდში გადასვლა ვერ შეძლო და "ტოტენჰემს" მიაშურა ჯოვანი დოს სანტოსმა, სულ მალე კი შესაძლოა მისი ბედი ვითომდა ძირითადს გაშინაურებულმა ბოიან კრკიჩმაც გაიზიაროს. კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ არსებობენ საუკეთესოები საუკეთესოთა შორის...

"ბარსელონას" ნებისმიერმა ფეხბურთელმა ყოველ წუთს უნდა იცოდეს, ვის გაუკეთებს მომდევნო გადაცემას, პუბლიკა ჩვენგან სწორედ ამას ელის და ვფიქრობ ეს არის ის, რისი სწავლაც შეიძლება, მაგრამ არც ისე ადვილია, როგორც ბევრს ჰგონია. ასე თამაშს მხოლოდ გამორჩეულები ახერხებენ და "მასიადან" პირველ გუნდშიც სწორედ ისინი ხვდებიან", – ამბობს პეპ გუარდიოლა, "ბარსელონას" შეუდარებელი მთავარი მწვრთნელი.

მოკლედ, ლეგენდარული გუნდის ლეგენდარული აკადემია, რთული, მაგრამ ცხოვრებაში ერთ შანსად ბოძებული იმ გამოწვევით, "ბარსელონას" ღირსების დაცვა რომ ჰქვია – აი ეს არის "ლა მასია!"

 

 

ბექა ჯღარკავა

სხვა სტატიები:
ათწლეულის ყველაზე ცნობილი საფეხბურთო ციტატები (02.05.2010)
ცნობილი საფეხბურთო გამონათქვამები (01.30.2010)
მცირე რამ ულტრასებზე... (01.25.2010)
ფეხბურთელი მამიკოები (12.24.2009)
გასკოინი დებოშების მოწყობას განაგრძობს (12.17.2009)
იუბილარები (09.15.2009)
ნელ ვები მედალს ყიდის (08.14.2009)
ფიფა სამხრეთ აფრიკაში ბილეთებს დაარიგებს (08.14.2009)
ბრიტანელი ფანი დაჭრეს (05.27.2009)
რუნის მანქანები (01.15.2009)
ბექზის მანქანები (01.14.2009)



 
ყველა სიახლე  
  საქართველო
  ინგლისი
  იტალია
  ესპანეთი
  გერმანია
  საფრანგეთი
  ვიდეო საცავი
  პორტუგალია
  ჰოლანდია
  უკრაინა
  ევროტურნირები
  მოედნის მიღმა
  გუნდების ისტორია
  ბიოგრაფიები
  ინტერვიუები
  სანაკრებო დონე
  სხვა კლუბები
  მნიშ. ფაქტები
  Fanebi T.V.
  შეფასებები
  საფეხბურთო იუმორი
  Foreign Press
  სხვა
  აფრიკის თასი 2010
  მსოფლიო ჩემპიონატი
  ::| Newsletter
Your Name:
Your Email:
 




 
 
  ::| Events
August 2010  
Su Mo Tu We Th Fr Sa
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        
 
  გალერეა

Adidas, ადიდასი
::| ცხელი სიახლე
დემე...
კრიშტიანო რონალდო მამა გახდა
რონალდუს რუსი ცოლი მოჰყავს
საუკეთესო საუკეთესოთა შორის, ანუ ის, რაც მხოლოდ დროის ამბავია!
ბაჩო სვანიძე გარდაიცვალა
კვირის ციტატები
მიმართვა დუნგას
პრემიერ ლიგა სურათებში
ტოპ 10 შეხვედრა (მსაჯები იტალიელების წინააღმდეგ)
ნომრები, ნომრები...
"ლა მასია" ანუ ორიოდე სიტყვა "ბარსელონას" ლეგენდარულ აკადემიაზე
ათწლეულის ყველაზე ცნობილი საფეხბურთო ციტატები
ცნობილი საფეხბურთო გამონათქვამები
მცირე რამ ულტრასებზე...
ბრიტანელი ფანი დაჭრეს
რუნის მანქანები
ბექზის მანქანები
 

Gib Group
[მაღლა]