დღეს რუსეთის სუპერთასის მატჩიგაიმართა. პრემიერლიგის გამარჯვებული ყაზანის ''რუბინი''' თასის მფლობელ ''ცსკა''-ს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით 1-0 სძლია. ამრიგად ყაზანურმა კლუბმა ისტორიაში მე-3 ტიტული მოიპოვა, აქამდე''რუბინს'' ორჯერ ჰქონდა რუსეთის პრემიერლიგა მოგებული.
ბოლო დღეებია ევროპულ პრესაში ბელგიური ''ანდერლეხტის'' ფორვარდ რომელუ ლუკაკუს გარშემო მითქმა -მოთქმა არ წყდება.16 წლის ფორვარდის შეძენა ერთბაშად რამდენიმე ევროპულ გრანდს სურს.ბარსელონა,ინტერი,ჩელსი,მილანი არსენალი ...ეს ის კლუბებია. რომლებიც ლუკაკუს სანაცვლოდ მზად არიან სერიოზული ფინანსები გაიღონ.
დღეს ლეგენდარული რომარიოს 16 წლის ვაჟმა, რომარინიომ "ვასკო და გამასთან" თავისი პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა. ახალგაზრდა ფეხბურთელზე ბრაზილიური კლუბის ბოსები დიდ იმედებს ამყარებენ, რასაც ის თავისივე თამაშით ამტკიცებს. ბავშვთა გუნდებში რომარინიოს ყოველ სეზონში 50 ბურთზე მეტი გაჰქონდა, რაც არა ფენომენალური, მაგრამ შესანიშნავი მაჩვენებელია.
ორშაბათს კორინთიანსის ფორვარდმა,მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა რონალდომ გუნდთან ახალი ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.ამის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე რონალდომ მეტად სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა:2011 წლის 31 დეკემბერს იგი დაამთავრებს თავის პროფესიონალურ კარიერას.გაგრძელება სრულიადში
შოტლანდიური ''ჰართსის'' დამრიგებელი ჩაბა ლასლო თანამდეობიდან გადადგა და მის ადგილს 59 წლის ჯიმ ჯეფერსი დაიკავებს,რომელიც წარსულში ,როგორც ფეხბურთელი სწორედ ''ჰართსის'' ღირსებას იცავდა