ლუკა ტონი მოსკოვის დინამოსაც მოუნდა ორშაბათი, 12.21.2009, 08:21am (GMT+4)
მოსკოვის დინამომ მიუნხენის ბაიერნს ლუკა ტონის თაობაზე შეთავაზება
გაუგზავნა. ტონის მიუნხენის ბაიერნში არც ისე კარგად მისდის საქმეები,
რეკორდმაისტერი მზადაა უფასოდ გაუშვას ნებისმიერ კლუბში ანუ თავისუფალი
აგენტის სტატუსით. როგორც ცნობილი ხდება მოსკოვის დინამო მზადაა
ფეხბურთელში წელიწადში 6.5 მილიონი ევრო გადაიხადოს. როგორც მოგეხსენებათ,
იტალიელი ფეხბურთელის გადაბირება ინგლისურ ვესტ ჰემ იუნაიტედს,
ბირმინგემს, იტალიურ რომას, იუვენტუსსა და ფიორენტინას, სწორედ ფიორენტინა
ითვლება ამ სიაში ფავორიტად.
შეგახსენებთ, რომ იტალიელი თავდამსხმელი ბაიერნში 2007 წელს გადავიდა,
სადაც ოტმარ ჰირცფელდის მწვრთნელობისას 25 გოლის გატანა შესძლო და ტონი
გერმანიის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა, ჰირცფელდის წასვლის შემდეგ
იურგენ კლინსმანი მივიდა გუნდში და ტონი არც ისე ხშირად ხვდებოდა ძირითად
შემადგენლობაში, ხოლო წლევანდელ სეზონში გუნდს უკვე ვან გაალი წვრთნის და
ლუკას არც ისე კარგად მისდის საქმეები.