რევიშვილი ისევ უთამაშებელია ორშაბათი, 01.18.2010, 04:48pm (GMT+4)
როგორც ადრე ვაცნობეთ FANEBI.com-ის მომხმარებლებს ქართველი სპეციალისტის ომარ თეთრაძის დამოძღვრილი მახაჩყალის ''ანჟი"თურქეთში გადის შეკრებას.დაღესტნური გუნდის ბედი ჩვენთვის იმით არის საინტერესო,რომ ქართველი მწვრთნელის გარდა ,''ანჟის''მაისურით ,ერთბაშად რამდენიმე ჩვენებური ფეხბურთელი ასპარეზობს და მათგან რამდენიმე ეროვნული ნაკრების კანდიდატადაც განიხილება. განსაკუთრებოთ საინტერესოა მეკარე ნუკრი რევიშვილის ბედი ,რადგან ნათელია,რომ დღეს ეროვნულ ნაკრებს ყველაზე მეტად ,ალბათ მაინც ამ სათამაშო რგოლში უჭირს.მითუმეტეს რომ ,როდესაც ნუკრი ქუთაისის ''ტორპედოში'' გამოდიდოდა პრესპექტიულ მეკარედ ითვლებოდა და ნაკრებშიც იძახებდნენ .თუმცა მას შემდეგ, რაც ყაზანის ''რუბინში'' გადაბარგდა, პრაქტიკულად აღარ უთამაშია და ნაკრების კარიც მისთვის დიდი ხნით დაიხურა.ამ ცოტა ხნის წინ კი რევიშვილი ''ანჟიში'' გადავიდა ,მაგრამ ჯერჯერობით იქაც არ ეძლევა თავის გამოჩენის საშუალება. უკვე ორი თამაშია ქართველი მეკარე სათადარიგოთა შორისაა. რაც შეეხება ანჟის სხვა ქართველებს, მორიგ ამხანაგურ მატჩში რომელიც, მახაჩყალელებმა აგდამის ''ყარაბაღთან'' გამართეს, სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ:კახა ალადაშვილი,ოთარ მარცვალაძე და გიორგი ნავალოვსკი.შესვენების შემდეგ კი თამაშში ჩაერთვნენ :გიორგი ილურიძე,ზურაბ არზიანი და რევაზ ბარაბაძე.ამ უკანასკნელმა 65-წუთზე ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახადა.რევიშვილის მსგავსად არ უთამაშია კიდევ ერთ ქართველ გოჩა ხოჯავას. როგორც ''ანჟის'' ვებ გვერდი იუწყება მატჩი აგდამელებმა მინიმალური სხვაობით 1-0 მოიგეს.