რონალდო კარიერას ასრულებს სამშაბათი, 02.23.2010, 09:04pm (GMT+4)
ორშაბათს კორინთიანსის ფორვარდმა,მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა რონალდომ გუნდთან ახალი ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.ამის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე რონალდომ მეტად სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა:2011 წლის 31 დეკემბერს იგი დაამთავრებს თავის პროფესიონალურ კარიერას.
–"მე გავახანგრძლივე ჩემი კონტრაქტი კიდევ ორი წლით და ეს ორი წელი იქნება ჩემს კარიერაში უკანასკნელი.მინდა კარიერის დამთავრების შესახებ განვაცხადო.იმედი მაქვს დარჩენილ ორ წელიწადში მაქსიმალურ სიამოვნებას მივიღებ ფეხბურთის თამაშისგან.მინდა რომ კორინთიანსთან ერთად კიდევ მოვიგო ტიტულები"–განაცხადა რონალდომ პრესკონფერენციაზე,რომელიც კორინთიანსის საწვრთვნელ ცენტრში,სან ჟორჟეს პარკში გაიმართა.
რონალდოს აზრით,მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატისთვის,რომელიც ბრაზილიაში გაიმართება,ნაკლებად სავარაუდოა რომ კვლავ სათამაშო ფორმაში იყოს,თუმცა სამხრეთ აფრიკაში წასვლის იმედი ჯერ არ დაუკარგავს. –"დავიცადოთ,ვნახოთ,მე ჯერ კიდევ მაქვს სამხრეთ ამერიკაში მოხვედრის შანსი,რაც შეეხება 2014 წლის ჩემპიონატს,ძალიან ძნელი იქნება,წლები გადის და ეს ძნელი დასაჯერებელია,ჩემთვისაც კი."
რაც შეეხება ფენომენის მომავალს,ამაზე კლუბის წარმომადგენელმა ფაბიანო ფარამ ისაუბრა –"ჩვენ უკვე შევთავაზეთ რონალდოს ერთ–ერთი საპასუხისმგებლო თანამდებობა კლუბში მას შემდეგ რაც იგი დაასრულებს კარიერას"–განაცხადა ფარამ