ტიაგო სილვა: “მილანში 2014 წლამდე ვიქნები” ; გალიანი: "ბალოტელი მილანში? რატომაც არა" ; ინტერი მილანს კაკას ტრანსფერით უპასუხებს? ; აბიდალი:"ჩემი მომავალი "ბარსას" უკავშირდება" ; პლაშილი:"ახლა უკან დასახევი გზა აღარაა"
 
სხვა
 
"რულეტკა" და მიშას სიზმარი
სამშაბათი, 12.30.2008, 02:38am (GMT+4)

სპორტის ნებისმიერი სახეობა, გარდა იმისა, რომ კოლოსალურ შრომასა და ოფლის ღვრას მოითხოვს წარმატების მისაღწევად, იმითაც გამოირჩევა, რომ არენაზე თუ მის გარეთ არაერთი კურიოზი ახლავს თან. ასეთი სახალისო ფრაგმენტები ნებისმიერი სპორტსმენის კარიერის თანამდევია. წლები გადის და ოსტატობასთან ერთად გულშემატკივარსაც და სპორტსმენსაც ღიმილით ახსენდებათ ის სასაცილო ფათერაკები, რომლებზეც, შესაძლოა, ასპარეზობისას დაძაბულობის გამო არც კი გასცინებოდათ.

***

გრანდიოზული სუფრაა გაშლილი ზუგდიდში. მიწვეულნი არიან რეგიონის გამოჩენილი ადამიანები. ერთ-ერთი სადღეგრძელო ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა, ლეგენდარულმა მურთაზ ხურცილავამ ითხოვა. ყველა გაისუსა და ბატონმა მურთაზმა ასეთი რამ წარმოთქვა: - მოდით, ჩემო ძვირფასებო, ბურთის სადღეგრძელო შევსვათ, ბურთი რომ არა, მე ვერავინ გამიცნობდა მსოფლიოში!..

ყველა მოემზადა დასალევად და წამოხტა ამ დროს მელიტონ ქანთარია: - მაგ ლოგიკით, ჩემო მურთაზ, მე ჰიტლერის სადღეგრძელო უნდა დავლიო! ომი რომ არ დაეწყო, რა სიკვდილი მინდოდა რაიხსტაგზეო!..

***

ყველასთვის საყვარელი კაცი იყო თბილისის “დინამოს” ექიმი ზაქარია თელია. თურმე ბიჭებიც ხშირად ეოხუნჯებოდნენ. განსაკუთრებით დავით ყიფიანი უშრობდა სისხლს. წაიქცეოდა მინდორზე ყიფო, “ტკივილისაგან” სასტიკად დაიგრიხებოდა და გარბოდა ზაქრო თელიაც თავისი სამედიცინო ჩემოდნით გულგახეთქილი, ყიფოს რამე არ ჰქონდეს მოტეხილიო. რომ მიირბენდა ახლოს, დათო თურმე ყველასთვის შეუმჩნევლად თვალს ჩაუკრავდა და წამოხტებოდა საღ-სალამათი. ასე არბენინებდა ხშირად. ერთხელ თამაში აქვს მოსკოვში ჩვენს «დინამოს», თოვლ-ჭყაპი, ყინვა, სიცივე ძვალ-რბილში ატანს. ფეხბურთელებს კიდევ რა უჭირთ, დარბიან და ხურდებიან. ზაქრო თელია პლედში ჩაფუთნული ზის სათადარიგოთა სკამზე და სიცივისგან ძაგძაგებს. წააქციეს ყიფიანი მოედნის მეორე მხარეს. იქამდე რომ მიაღწიოს, ექიმმა მთელი მინდორი უნდა გადაირბინოს. გაგიჟდა ზაქრო: - ე, ბიჭო, შე დალოცვილო, აქეთ მაინც წაიქეცი ცოტა, არ გინდა ახლა თვალის ერთი ჩაპაჭუნებისთვის ამ ყინვა-ყიამათში მანდ მორბენაო?

***

ცხონებულმა მიშა მესხმა, უმცროსმა, მოყვა მის თავს გადახდენილი კურიოზი: “1982 წელს თბილისის “დინამო” ლიეჟის “სტანდარტს” ხვდებოდა თასების თასის ნახევარფინალში. პირველი მატჩი თბილისში 0:1 წავაგეთ. საპასუხო მატჩიც ცუდად დაიწყო ჩვენთვის, ისევ ამ ანგარიშით ვაგებთ. “ზამენაში” ვზივარ და გული შევუღონე ახალკაცს: - ფარსადანოვიჩ, შემიშვი მოედანზე და ერთ გოლს უეჭველი გავიტან-მეთქი. რომ მოვაბეზრე თავი, თითით მიმიხმო და მითხრა: - ვითომ რატომ ხარ ასე დარწმუნებული, რომ გოლს გაიტან, რა, შენზე ნაკლები ბიჭები არიან მინდორზე, რომ ვერ გაუტანიათო? მე ვუთხარი: - სიზმარი მაქვს ნანახი და ყოველთვის კარგად ამხდენია-მეთქი. თქვენ წარმოიდგინეთ, შემიშვა მინდორზე... ეჰ, რა გოლი, რის გოლი, გერეტსმა და მისმა პარტნიორებმა ხელოვნური თამაშგარეებით სული ამოგვხადეს და კართან არ მიმაკარეს. წავაგეთ და გამოვვარდით გათამაშებიდან. მივდივართ გასახდელისკენ, ახალკაცს დანა პირს არ უხსნის და რომ ჩავუარე, მაინც იხტიბარი არ გავიტეხე: - აფსუს, დრო არ მეყო-მეთქი... ფარსადანოვიჩმა შემომხედა და ჩაიბუზღუნა: - წადი შენი ვარსკვლავთმრიცხველი... და შენი სიზმარიცო!.. იმ წაგების სიმწარე ამ კურიოზმა გადაგვატანინა!”

***

ბოლნისის “სიონი” ამ რამდენიმე წლის წინ უეფას თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვდა. უნდა ჩამოვიდეს უეფას ექსპერტი და სტადიონი შეამოწმოს, რათა აქ თამაშის ნებართვა მიიღონ ბოლნისელებმა. დაფაცურდა ყველა, - ტრიბუნები, გასახდელები, მინდორი სტანდარტებში ჩასვეს, შეალამაზეს, გაამზადეს, მაგრამ მინდვრის ზომა სტანდარტებზე რამდენიმე მეტრით ნაკლებია სიგრძეშიც და სიგანეშიც და ამ ნაკლს ვერ მოუხერხეს ვერაფერი. მთელი გამგეობა თავს იმტვრევს ამაზე და ბოლოს გამგებლის მოადგილემ ასეთი მაკვარანცხობა მოიფიქრა: იყიდეს 20-მეტრიანი “რულეტკები” და ისე გადააბეს ერთმანეთს, რომ გაზომვისას სტანდარტებში ჯდებოდა ზუსტად. მოკლედ, გადაჭრეს პრობლემა და დიდი ზარ-ზეიმით დახვდნენ უეფას ექსპერტს. ჩამოვიდა ის კაცი, წაიყვანეს სტადიონზე, აჩვენეს ყველაფერი, მოეწონა და თავს იქნევს კმაყოფილებით: “გუდ, გუდ!” ახლა მოედნის გაზომვაზე მიდგა ჯერი. მოიტანეს ეს ნაჩალიჩევი “რულეტკა” და დაიწყეს გაშლა. უყურა უეფას კაცმა ამათ საცოდაობას და თარჯიმანს ჰკითხა: - რას წვალობენ ასეო? - მინდორი უნდა გადაზომონ, ბატონოო, - იყო პასუხი. - მერე რად უნდა მაგას ამდენი ხლაფორთი, მე მოგიგვარებთ მაგ პრობლემასო. წასულა კაცი, დამდგარა კარის ხაზზე, ამოუღია მობილურის მსგავსი რაღაც აპარატი, წინ გაუშვერია და წკაპ, დაუჭერია რაღაც ღილაკისთვის ხელი! ვაი შენ ბოლნისელებს! - ზუსტად ის ზომები ამოყარა აპარატმა, რაც სინამდვილეში იყო! მერე, ბანკეტზე, მაინც დადებითი დასკვნა ჩაწერა იმ კაცმა (ალბათ ქართულმა სუფრამ იძალა!), მაგრამ ყველაზე მაგარი რამ ქეიფის ბოლოს მოხდა, როცა გამგებელს ჰკითხა ვიღაც “უბედურმა”: - ამ გადაბმულ “რულეტკას” რა ვუყოთ, ბატონოო? პასუხიც შესაბამისი იყო: - დაახვიეთ და ჩემს მოადგილეს “უბოძეთ”... გამოგონებისთვისო!

***

გიორგი ქინქლაძე სტუმრად არის თემურ ქეცბაიასთან კვიპროსში. ადგილობრივი ჩემპიონატის ერთ-ერთი მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ადევნებენ თვალს. ერთი გუნდი იგებს 3:0-ს. თემურს დაურეკეს ამ დროს და აივანზე გავიდა სასაუბროდ. ამ დროს, დაწინაურებულმა გუნდმა გაფლანგა თავისი დიდი უპირატესობა და ათ წუთში 3:3 გახდა ანგარიში (ასეთებიც და უარესებიც მომხდარა ფეხბურთში). შემოვიდა თემური და გიოს ჰკითხა, რა ანგარიშიაო. - 3:3-ო, იყო პასუხი. გაგიჟდა “ქეცბა”: - რა იყო, სამქულიანი ხო არ ჩააგდეს ამ შობელძაღლებმაო!

Forzamilano

სხვა სტატიები:
კონკურსი იწყებააა!!! (12.27.2008)
ზინედინ ზიდანი აზერბაიჯანში მიდის (12.27.2008)
ბურთი და მოედანი (12.25.2008)
კონკურსი Fanebi.com - ზე (12.20.2008)
გულიტს სამშობლოში სურს (12.11.2008)
ზიდანი ფეხბურთში დაბრუნებაზე საუბრობს (12.11.2008)
რონალდო მზად არის დასაბრუნებლად (11.30.2008)
ფენერბახჩე შეცვლის კარის დაცვას (11.29.2008)
ჰოლანდია და ბელგია მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობისთვის იბრძოლებენ (11.13.2008)
ფიფა-ს რეიტინგი (11.13.2008)
მარადონას ქართველების ღიმილიანი სახეების ხილვა სურს (10.24.2008)
დიეგო არმანდო მარადონა ხვალ ჩამოდის!! (10.21.2008)
არაბებმა დონადონი უარყვეს (09.17.2008)
"პოტენციალი ამ გუნდს აქვს" (09.13.2008)
"საშინელი სიტუაციაა დღეს ეროვნულ ნაკრებში" (09.12.2008)
"11 ფეხბურთელიდან მხოლოდ ყენიას თამაშით მოვიხიბლე." (09.09.2008)
"ვერც ერთი მაღალი კლასის მწვთნელი ვერ დაგვეხმარება" (09.09.2008)
"ეს ის არ იყო რასაც ველოდი" (09.07.2008)



 
ყველა სიახლე  
  საქართველო
  ინგლისი
  იტალია
  ესპანეთი
  გერმანია
  საფრანგეთი
  ვიდეო საცავი
  პორტუგალია
  ჰოლანდია
  უკრაინა
  ევროტურნირები
  მოედნის მიღმა
  გუნდების ისტორია
  ბიოგრაფიები
  ინტერვიუები
  სანაკრებო დონე
  სხვა კლუბები
  მნიშ. ფაქტები
  Fanebi T.V.
  შეფასებები
  საფეხბურთო იუმორი
  Foreign Press
  სხვა
  აფრიკის თასი 2010
  მსოფლიო ჩემპიონატი
  ::| Newsletter
Your Name:
Your Email:
 




 
 
  ::| Events
September 2010  
Su Mo Tu We Th Fr Sa
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    
 
  გალერეა

Fanebi.com -ის ბანერი ეროვნულ სტადიონზე

::| ცხელი სიახლე
პლანეტის “ათიანების” ათეული!
გამოვიდა Fanebi.com-ის მაისური
როცა ედუარდი შეხვდა დიეგოს
გმადლობთ და ნახვამდის!!!
Fanebi.com-ის სიახლე
იყავი ჩვენი საიტის თანამშრომელი
გაიხსნა LivescoreS.ge
ფანების Football Fantasy-ის გამარჯვებული დაჯილდოვდა
IFFHS - ის ახალი საკლუბო რეიტინგი
ტიპსტერ თასი
"იდეალური ფეხბურთელი"
სპორტულ ჟურნალისტ ბაჩო სვანიძეს სასწრაფოდ ესაჭიროება მე-3 ჯგუფის რეზუს დადებითი სისხლი
ტექნიკური სამუშაოები
Fanebi.com–ის Live გამარტივდა!
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
Liga.fanebi.com
ყველაზე მაღალანაზღაურებადები ფეხბურთის სამყაროში
Fanebi.Com 2 წლისაა
Liga.fanebi.com გაეშვა!!
საუკეთესო ახალგაზრდები (ტოპ 30)
მადრიდის რეალი კვლავ ყველაზე მდიდარი გუნდია
ვუყუროთ ერთად ივენთ ჰოლში!
Liga.fanebi.com
ვანკუვერში ნოდარ ქუმარიტაშვილი გარდაიცვალა
ბუკმეკერებმა შანსები საქართველოსაც დაუთვალეს
კასილასი საუკეთესოა
Fanebi.com-ი გილოცავთ ქრისტეშობას
fanebi.com–ის ანგარიში ერთგულ მომხმარებელს
Fanebi.com–ი გილოცავთ დამდეგ 2010 წელს
წლის მნიშვნელოვანი მოვლენები მსოფლიო ფეხბურთში Fanebi.com–ის ეგიდით
მესი და მარტა საუკეთესონი არიან
რუსებთანაც შევრცხვით
ფუტსალმა ბაქოში შეგვარცხვინა
უეფამ უკრაინის ქალაქები დაადგინა
მესი წლის საუკეთესო ფეხბურთელია
თხოვნა ჩვენს მომხმარებელს...
ოქროს ბურთისთვის მებრძოლი ათეული გამოვლინდა
 

Gib Group
[მაღლა]