fanebi.com–ის ანგარიში ერთგულ მომხმარებელს ხუთშაბათი, 12.31.2009, 05:01pm (GMT+4)
ახალი წლის დადგომამდე გვსურდა გასული 12 თვის მუშაობის შედეგები თქვენთან ერთად შეგვეჯამებინა, გვეთქვა რა გავაკეთეთ და რისი გაკეთება გვსურს ახალ, 2010 წელს. გარდა ამისა, მადლობა მოგვეხადა იმისთვის, რომ ყოველდღე გვსტუმრობთ და უბრალოდ გაგვემხილა, რომ ძალიან, ძალიან გვიყვარხართ!
ალბათ მთავარი, რითაც ეს წელი იყო გამოსარჩევი, მომხმარებლების რაოდენობის, ანუ თქვენი მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას წარმოუდგენელი ზრდაა, თუ 2009 წლის იანვარში საიტზე შემოსული უნიკალური მომხმარებლის საშუალო ყოველდღიური რაოდენობა 200–ს არ აღემატებოდა, დღეს ეს რიცხვი სტაბილურად ცდება 2000–ს და ზოგჯერ 2800–საც კი აღწევს.
სულ, 2009 წლის განმავლობაში გამოქვეყნდა 4940 სტატია, რაც მნიშვნელოვნად მეტია გასული წლის მონაცემებთან შედარებით, გვერწმუნეთ, 2010–ში ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება!
დაიგეგმა და განხორციელდა რამდენიმე ახალი პროექტი, რომლებმაც ვფიქრობთ, ჩვენი საიტი ბევრად უფრო საინტერესო და მრავალფუნქციური გახადა, კერძოდ:
– ფორუმი, (forum.fanebi.com), რომელიც მარტში გაიხსნა და დღეისთვის სტაბილური, ინტელექტუალი და რაც მთავარია სპორტზე შეყვარებული მომხმარებელი ჰყავს. ვთვლით, რომ ფორუმი ჩვენი საიტის არსებობის თითქმის ორ წლიან ისტორიაში ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი შენაძენია.
– საფეხბურთო მენეჯერი, (man.fanebi.com), პირველი ქართული Football Fantasy, რომელიც თვეზე ოდნავ მეტია, რაც გაეშვა, მაგრამ უკვე თითქმის 2000 ადამიანი თამაშობს და მომავალი წლიდან ამ რიცხვის შესამჩნევად გაზრდას ველით. ეს გახლდათ კიდევ ერთი ჩვენი მცდელობა იმისთვის, რომ ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრისთვის მეტი კომფორტი, მეტი საინტერესო დღე შეგვექმნა, ვფიქრობთ ამას მივაღწიეთ კიდეც!
– არასაფეხბურთო მიმართულება, (Wrestling.fanebi.com), რომელიც სპორტის, გნებავთ ბრძოლის ამ სახეობის ქართველი მოყვარულებისთვის ერთადერთი ადგილია, სადაც შეუძლიათ გაეცნონ სიახლეებს, ნახონ ვიდეოები და ერთმანეთს უბრალოდ აზრები გაუზიარონ. ეს არის პროექტი, რომელიც სხვების მსგავსაც ნელ–ნელა იძენს პოპულარობას და თამამად ვიტყვით, ამ სფეროს პიონერებად გვაქცევს საქართველოში!
მიღწეულ იქნა პარტნიორობის შეთანხმება რამდენიმე ცნობილ ქართულ კომპანიასთან, მათ შორის ტოტალიზატორ "აჭარაბეთთან", ტურისტულ სააგენტო "კერა თრეველთან" და "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასთან", ასევე "ავტორადიოსთან". თითოეულ მათგანთან თანამშრომლობა ჩვენთვის მართლაც დიდი პატივია, მაგრამ ამავე დროს გვაქვს უფლება საკუთარ თავს მცირეოდენი თვითკმაყოფულება შევაპაროთ, რადგანაც შეუძლებელია რომელიმე ზემოთჩამოთვლილ პარტნიორს ჩვენთან მუშაობა ესურვებინა, ჩვენს საქმიანობასა და პროექტებში ბევრი რამ საინტერესო რომ არ დაენახა.
2009 წელს დაინერგა და დღემდე ხორციელდება სიახლე უშუალოდ fanebi.com–ზე, რომლის ფარგლებშიც ნებისმიერ მომხმარებელს ყოველი საფეხბურთო ღამის შემდეგ ყველა მნიშვნელოვანი მატჩის ვიდეომასალის, მეორე დღეს კი ფორუმის საშუალებით ამ შეხვედრის სრული ჩანაწერის ხილვა შეუძლია. ვფიქრობთ ეს გარკვეულად ახალი სიტყვაა ქართულ სპორტულ საინფორმაციო სივრცეში, რომელიც ისევ და ისევ თქვენი კომფორტისთვის გაკეთდა პატივცემულო მომხმარებლებო.
2009 წელს შედგა გახსნა პროექტისა, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის მატჩებიდან პირდაპირი ტექსტური რეპორტაჟების წარმოებას და ამ გზით მის შეძლებისდაგვარად პოპულარიზებას ემსახურებოდა. სამწუხაროდ პროექტმა მხოლოდ 5 კვირა გასტანა, რისი მიზეზიც არაერთი გახლდათ, თუმცა ჩვენზე დამოკიდებული არცერთი... სტადიონებზე ინტერნეტიზაციის პრობლემის მოგვარების შემდეგ ეს წამოწყებაც განახლდება და ქართული ჩემპიონატისადმი თქვენი ინტერესიც, ვფიქრობთ კიდევ უფრო გაიზრდება.
2009 წლის მეორე ნახევრიდან სტარტი აიღო ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებულმა კიდევ ერთმა პროექტმა, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის გუნდებისთვის ვებ საიტების დამზადებას გულისხმობს. fanebi.com–ის ოფიციალური მფლობელის, ვებ–სტუდია "GIB Group"–ის უშუალო ინიციატივითა და თაოსნობით ამ ეტაპზე მთავრდება რუსთავის "ოლიმპის" ვებ–საიტი, დასრულდა ს.კ. "გაგრას" ფორუმის დამუშავებაც, 2010 წლიდან კი ამ სიას კიდევ რამდენიმე კლუბი და მისი ინტერნეტ საინფორმაციო რესურსი შეემატება.
პირველად, სწორედ 2009 წელს მოხვდა fanebi.com პრესის ფურცლებზე, მასზე და მის პროექტებზე დაიწერა გაზეთ "ლელოში" და ჟურნალ "სპორტის სიახლენში", რაც უპრეცენდენტო მოვლენაა ამ სფეროში მოღვაწე ნებისმიერი ქართული ვებ – საიტისთვის.
მადლობა ყველას, გაზეთ "ლელოს" და პირადად ბატონ მერაბ მამულაშვილს, საფეხბურთო კლუბ "გაგრის" პრეს სამსახურს და ბატონ მიხეილ აფხაზავას, ტოტალიზატორ "აჭარაბეთს" და მის მარკეტინგის სამსახურს, "ავტორადიოს", "კერა თრეველს", "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" ყველა თანამშრომელს იმისთვის, რომ მათ გვერდში დგომას ყოველდღე ვგრძნობთ და მათ გარეშე ძალიან გაგვიჭირდებოდა. ჩვენი მხრივ კი გპირდებით, რომ არასოდეს მოგაკლებთ ახალ პროექტებს, მუდამ ვიზრუნებთ თქვენს ინტერესებზე და ვეცდებით, რომ ჩვენთან მუშაობა კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ,