|
|
|
პორტუგალიაში ფრეთა ცვენაა
Sunday, 03.07.2010, 08:50am
პორტუგალიის ლიგა საგრესის 22–ე ტურის პირველ დღეს სამი მატჩი ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ სამივე მათგანი საყაიმო ანგარიშით დასრულდა. პორტუმ ოლჰანენსე მიიღო და შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში 2:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ სტუმრები პირველ ტაიმში 2:0 იგებდნენ, თუმცა მაღალი კლასითა და ოსტატობით შესძლო პორტუმ ორი გოლის გატანა. რიო ავე – ნავალსა და სეტუბალი ბრაგას შორის შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.
|
|
 |
ბენფიკა პორტუგალიის ფინალშია
Wednesday, 02.10.2010, 03:50pm
გუშინ პორტუგალიის თასის ნახევარფინალში ერთმანეთს ლისაბონური კლუბები სპორტინგი და ბენფიკა დაუპირისპირდნენ. შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და დაძაბულად, თუმცა გამარჯვებულის ბედი პრაქტიკულად 30–ე წუთისთვის გადაწყვეტილი იყო, ვინაიდან ბენფიკა 30–ე წუთამდე 2:0 იგებდა და სპორტინგი ძალზე მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. საბოლოო ანგარიში 4:1 დაფიქსირდა ბენფიკას სასარგებლოდ. დღეს პორტუგალიის თასის მეორე ფინალისტი გაირკვევა, პორტუ საკუთარ მოედანზე აკადემიკას მასპინძლობს და აშკარაა, რომ პორტუ ამ წყვილის ფავორიტად ითვლება.
|
|
 |
ფავორიტთა უხეირო დღე პორტუგალიაში
Sunday, 02.07.2010, 08:54am
გუშინ მე–17 ტურის მატჩები გაიმართა პორტუგალიის ჩემპიონატში. ლისაბონის სპორტინგმა საკუთარ სტადიონზე აკადემიკა მიიღო და ფავორიტად მიჩნეულმა მასპინძლებმა არათუ ქულები დაკარგეს არამედ აკადემიკა სამი ქულით გაუშვეს სახლში. სტუმრებმა დედაქალაქური კლუბი მინიმალური სხვაობით 2:1 დაამარცხეს. ამით აკადემიკამ მნიშვნელოვნად გამოისწორა საქმე სატურნირო ცხრილში. მეორე მატჩი სეტუბალსა და ბენფიკას შორის გაიმართა, სადაც ლისაბონის ბენფიკა აუტსაიდერთან მხოლოდ ფრეს დასჯერდა 1:1. მე–18 ტურის დარჩენილი შეხვედრები დღეს გაიმართება.
|
|
 |
პორტუში განელი გადავიდა
Wednesday, 02.03.2010, 10:45am
პორტუგალიურმა გრანდმა პორტუმ ახალგაზრდა განელ ფეხბურთელ დავიდ ადისთან კონტრაქტი გააფორმა. ადი პორტუმდე დანიურ რანდერსში გამოდიოდა და ახალ კლუბში 800 000 ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს.
|
|
 |
კლებერი პორტუში გადავიდა
Saturday, 01.30.2010, 04:02pm
ბრაზილიური კრუზეიროს ყოფილმა ფორვარდმა პორტუგალიურ გრანდთან პორტუსთან
კონტრაქტს მოაწერა ხელი. პორტუმ ფეხბურთელის სანაცვლოდ 6 მილიონი ევრო
გადაიხადა. კლებერს კლუბში ოფიციალურად წარადგენენ. შეგახსენებთ, რომ
აღნიშნული ფეხბურთელი ბრაზილიურ კლუბებში თამაშობდა, ხოლო კარიერის დიდი
ნაწილი კი უკრაინიულ კიევის დინამოში გაატარა, ხოლო ბოლოს კი კრუზეიროს
ღირსებას იცავდა და მიმდინარე სეზონში 15 მატჩიდან 7 გოლის გატანა
მოახერხა.
|
|
 |
პორტუგალიაში აუტსაიდერები ფრეზე გაეყარნენ
Tuesday, 01.12.2010, 09:41am
გუშინ პორტუგალიის ჩემპიონატში მე–15 ტურის დარჩენილი ერთი მატჩი გაიმართა. შეხვედრა ორ აუტსაიდერ ბელენშენსა და სეტუბალს შორის წარიმართა, სადაც მატჩის ბოლოს ნულოვანი ფრე დაფიქსირდა. შეგახსენებთ, რომ 16 გუნდიან ჩემპიონატში ბელენშენს მე–15 ადგილი უკავია 11 ქულით, ხოლო სეტუბალს მე–13 ადგილი 12 ქულით. პორტუგალიის ჩემპიონატს კი ბენფიკა 36 ქულით ლიდერობს.
|
|
 |
|
|
|
|
|
| Su |
Mo |
Tu |
We |
Th |
Fr |
Sa |
| |
1 |
2 |
3 |
4 |
5 |
6 |
| 7 |
8 |
9 |
10 |
11 |
12 |
13 |
| 14 |
15 |
16 |
17 |
18 |
19 |
20 |
| 21 |
22 |
23 |
24 |
25 |
26 |
27 |
| 28 |
29 |
30 |
31 |
|
|
|
|
| |
|
 |
|
 |
|
| ::| Hot News |
|
 |
|
|
|