ნუნუ გომეში "ბენფიკაში" 2011 წლამდე დარჩება Wednesday, 07.01.2009, 06:31pm (GMT+4)
პორტუგალიური “ბენფიკას” თავდამსხმელი ნუნუ გომეში, გუნდში 2011 წლამდე დარჩება. “ბენფიკას” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რომ გომეშმა კლუბთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც მომავალ ორ სეზონზეა გათვლილი.
32 წლის ფორვარდმა “ლივორნოსგან” მიღებულ შეთავაზებაზე უარი თქვა. როგორც ცნობილია, ნუნუ გომეში “ბენფიკას” ღირსებას 1997 წლიდან იცავს, მანამდე “ბოავიშტაში” ასპარეზობდა. 2000-2002 წლებში კი იტალიურ “ფიორენტინაში” გამოდიოდა (67 მატჩი, 24 გოლი). 2002 წლიდან დღემდე, გომეში მხოლოდ “ბენფიკაში” თამაშობს (171 მატჩი, 64 გოლი პორტუგალიის ჩემპიონატში).