რომა - ლაციო (რომაული დერბი)
შაბათი, 11.15.2008, 04:33pm (GMT+4)
მოდით ვისაუბროთ რომაულ დერბიზე.ეს დერბი ჩემი აზრით ყოველთვის
საინტერესოა და ერთერთი გამორჩეულია დერბებს შორის.იმ მომენტშიც კი როცა
რომელიმე გუნდი ძალიან ცუდად ატარებდა სეზონს,მაინც დაძაბული და მეტად
საინტერესო იყო მატჩი.ამჯერად რომა არის ძალიან რთულ სიტუაციაში,გუნდს
ვერც ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებამ მოუტანა დიდი შვება და ბოლონიასთან
რომელსაც ახალი მწვრთნელი დაენიშნა ვერ შეძლო მოგება.90 წუთზე სისინიომ
გაიტანა ავტო გოლი ესეც გუნდის სულიერ მდგომარეობას უფრო შეარყევდა
თავისთავად.ლაციო შედარებით კარგ სიტუაციაშია ამ მხრივ.გუნდი ნორმალურად
თამაშობს და ფეხბურთელებიც მწყობრში ყავს.მოდით განვიხილოთ ეს დერბი.
გურამ თათეშვილი
|