კვლავ ვაგრძელებთ რუბრიკას. დღეს თბილისის დროით 21 საათზე სტარტს იღებს ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 22-ე ტური, რომელიც "სპორტინგსა" და "ვალენსიას" შორის დაპირისპირებით გაიხსნება. ხვალ კი გაიმართება ტურის ცენტრალური მატჩი - "ატლეტიკო" - "ბარსელონა".
"ბარსელონას" მცველი ერიკ აბიდალი ვარჯიშებს დაუბრუნდა. დღეს ფეხბურთელმა ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა, ამის შესახებ goal.com იტყობინება. შეგახსენებთ, რომ ფრანგმა მცველმა ტრავმა ერთი თვის წინ მიიღო და ექიმების ვერდიქტის მიხედვით, ექვსიდან რვა კვირამდე უნდა გამოეტოვებინა, თუმცა მოსალოდნელია, რომ ის მოედანს სულ ცოტა ხანში დაუბრუნდება.
ესპანური "ვალენსია" "შტუტგარტის" თავდამსხმელის, კაკაუს გადაბირებას აპირებს, ამის შესახებ გამოცემა "კიკერი" იტყობინება. "ღამურები" მისით განსაკუთრებით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ დავიდ სილვასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწია.
კატალონიის "ბარსელონა" პრიმერადივიზიონის 25–ე ტურში მომხდარ ორ ინციდენტს გაასაჩივრებს. კერძოდ, როგორც მოგეხსენებათ, შეხვედრის არბიტრმა წითელი ბარათი "ბარსას" შვედ ფორვარდ ზლატან იბრაჰიმოვიჩს და გუნდის მთავარ მწვრთნელ, ხოსეპ გუარდიოლას უჩვენა.