შკყ შპორტს-ი იუწყება, რომ კატალონიურ კლუბთან კამერუნელი თავდამსხმელის ხელშეკრულების ვადა 14 თვეში იწურება, ხოლო ინგლისელი ჟურნალისტების მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, თავად ფეხბურთელს ასპარეზობის გაგრძელება “ნისლიან ალბიონზე” სურს. უკვე ცნობილია, რომ “სიტის” ხელმძღვანელობამ “ბარსელონასთან” ოფიციალური მოლაპარაკება დაიწყო. 27 აპრილს, კატალონიური კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა, სატრანსფერო პირობების განსახილველად, მანჩესტერელთა დირექტორ გერი კუკს შეხვდა. სავარაუდოდ, ეტო’ოს ინგლისში გადასვლა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერით განხორციელდება. კამერუნელ ფორვარდს 2004 წლიდან დღემდე ესპანურ პრიმერადივიზიონში გამართულ 139 მატჩში, 105 გოლი აქვს გატანილი.