იბრაჰიმოვიჩმა სანაკრებო კარიერა დაასრულა ორშაბათი, 12.07.2009, 10:05pm (GMT+4)
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღოს, რათა საკლუბო დონეზე თამაში უფრო გააუმჯობესოს.
შვედურ პრესასთან საუბარში იბრაჰიმოვიჩმა თქვა, რომ ნაკრებში გამოსვლა მისთვის ბედნიერება იყო, მაგრამ მას შემდეგ რაც მისი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდა, ზლატანმა მოტივაცია დაკარგა.
"ნაკრებში მნიშვნელოვანი თამაშები არ იქნება და მხოლოდ ამხანაგურ მატჩებში მომიწევს ენერგიის დახარჯვა. "ბარსაში" კი უმნიშვნელოვანესი თამაშები მელის და სწორედ ამიტომ დავტოვე ნაკრები, თუმცა მე უკვე ბოდიში მოვუხადე ჩვენი ნაკრების თავკაცს ერიკ ჰამრენს" - განაცხადა შვედმა.