"ბარსას" დაცვის ხაზში ტრავმების ეპიდემიაა ოთხშაბათი, 02.10.2010, 02:50pm (GMT+4)
"ბარსელონას" ტრავმირებულ კაპიტანი კარლეს პუიოლი ისევ ინდივიდუალურად ვარჯიშობს, ამის შესახებ კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება. მცველი ჯერჯერობით მხოლოდ მოედნის გარშემო სირბილით შემოიფარგლება, ხვალიდან კი სავარაუდოდ ბურთით ვარჯიშსაც განაახლებს.
მისი ტრავმის გამო ხოსეპ გუარდიოლამ სარეზერვო გუნდიდან ორი ცენტრალური მცვეი, მარკ ბარტრი და ანდრე ფონტასი გადმოიყვანა. შეგახსენებთ, რომ პრიმერას მომდევნო, 23–ე ტურში "ატლეტიკოს" წინააღმდეგ "ბარსას" პუიოლის გარდა დისკვალიფიცირებული პიკე და რაფაელ მარკესი, ასევე ტრავმირებული დანიელ ალვეში და იაია ტურე დააკლდებიან.