"ბარსელონას" ახალი შეთავაზება "არსენალს" კვირა, 02.14.2010, 04:19pm (GMT+4)
კატალონიური "ბარსელონა" "არსენალის" კაპიტნის, სესკ ფაბრეგასის გადაბირების იმედს არ კარგავს, ამის შესახებ "მირორი" იტყობინება. საუბარია 60 მილიონ ფუნტზე, ახალი შეთავაზების სახით, რომელსაც "კანონირები" ესპანელის გაშვების შემთხვევაში მიიღებენ. ხელფასის სახით სესკი 160 ათას ფუნტს მიიღებსსულ კი ბონუსების ჩათვლით, ანაზღაურებამ შეიძლება 200 ათასსაც კი მიაღწიოს. შეგახსენებთ, რომ ნახევარმცველს "მეთოფეებთან" მიმდინარე კონტრაქტი 2013 წელს ეწურება.