ხავი და ალვეში "შტუტგარტთან" ითამაშებენ სამშაბათი, 02.23.2010, 12:17am (GMT+4)
ერთ-ერთი პოპულარული გამოცემის ინფორმაციით, "ბარსელონას" მცველი დანიელ ალვეში და ნახევარმცველი ხავი ერნანდესი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში მონაწილეობას მიიღებენ, რომელიც "მერსედეს-ბენც არენაზე", შტუტგარტში გაიმართება.
ორივე ფეხბურთელი უკვე არის განაცხადში შეყვანილი. შეგახსენებთ, რომ ტრამვის გამო ალვეშს ორი კვირა გაუცდა, ხოლო ხავის - ერთი. ასევე გავრცელდა ხმები, რომ "ბარსელონაში" მომატებული ტრამვების ეპიდემია ვარჯიშების ახალ სისტემასთანაა დაკავშირებული.