აბიდალმა ვარჯიში განაახლა ოთხშაბათი, 03.10.2010, 09:16pm (GMT+4)
"ბარსელონას" მცველი ერიკ აბიდალი ვარჯიშებს დაუბრუნდა. დღეს ფეხბურთელმა ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა, ამის შესახებ goal.com იტყობინება. შეგახსენებთ, რომ ფრანგმა მცველმა ტრავმა ერთი თვის წინ მიიღო და ექიმების ვერდიქტის მიხედვით, ექვსიდან რვა კვირამდე უნდა გამოეტოვებინა, თუმცა მოსალოდნელია, რომ ის მოედანს სულ ცოტა ხანში დაუბრუნდება.