სტადიონზე ფეხბურთელის შესახვედრად 40-ათასამდე ქომაგი შეიკრიბა და სამხრეთამერიკელს ხანგრძლივი ოვაცია მოუწყო. “ჩემთვის განსაკუთრებული დღეა. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი კარიერის ახალი ეტაპი “რეალში” გაივლის”, - აღნიშნა კაკამ, რომელიც “რეალში” 8-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. ცნობილია, რომ უახლოეს დღეებში “სანტიაგო ბერნაბეუზე” კიდევ ორი ფეხბურთელის წარდგენა მოხდება. 2 ივლისს გულშემატკივრებს რაულ ალბიოლს შეხვდებიან, ხოლო 6-ში – კრიშტიანუ რონალდუს.