პელეგრინიმ "რეალი" იდეალური არ არისო კვირა, 02.28.2010, 12:00pm (GMT+4)
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, მანუელ პელეგრინიმ განაცხადა, რომ მიუხედავად "ტენერიფეს" ერთი ამოსუნთქვით, 5:1 დამარცხების შემდეგ, მისი გუნდი იდეალურობისგან ჯერ კიდეც შორს არის. "ასეთი გამარჯვებები რათქმაუნდა სასიამოვნოა, მაგრამ საკუთარ თავზე მუშაობა ჯერ კიდევ არ დაგვისრულებია და არამგონია, რომ ეს ამ სეზონში მოვახერხოთ. "რეალი" ვითარდება და აუციელებლად იქცევა იდეალურ გუნდად, თუმცა ამისთვის კიდევ ბევრი უნდა ვიშრომოთ", – ამბობს ჩილელი სპეციალისტი.