"რეალის" ნახევარმცველი გუტი დარწმუნებულია, რომ ესპანეთის ჩემპიონის ვინაობას "სამეფო კლუბისა" და "ბარსელონას" "სანტიაგო ბერნაბეუზე" 11 აპრილს გასამართი მატჩი გამოავლენს, ამის შესახებ "ევროსპორტი" იტყობინება. "კატალონიელებს უფრო უჭირთ, ვიდრე გასულ წელს, მაგრამ იმის შანსი, რომ ისინი ბევრ ქულას დაკარგავენ, ძალიან დაბალია. ამიტომ ესპანეთის ჩემპიონი უშუალოდ ჩვენს დაპირისპირებაში გაირკვევა და ის რათქმაუნდა მადრიდის "რეალი" იქნება", – ამბობს გუტი.