ევერტონმა "სარაგოსა" დატოვა ოთხშაბათი, 02.10.2010, 01:13am (GMT+4)
28 წლის ბრაზილიელმა ფორვარდმა ევერტონმა ესპანური "სარაგოსა" დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა, ამის შესახებ Mercato365 იტყობინება. მიმდინარე სეზონში გამოცდილი ფეხბურთელი სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას უჩიოდა, მან სულ 11 მატჩი ჩაატარა (2 გოლი) ამიტომ საუკეთესო გამოსავლად კლუბიდან წასვლა და "პალმეირასის" მაისურის მორგება მიიჩნია.