მადრიდის "ატლეტიკო" ზაფხულში "შალკეს" ბრაზილიელი მცველის, რაფინიას გადაბირებას აპირებს, ამის შესახებ footballpress იტყობინება. ჯერ კიდევ ივნისში ამ ფეხბურთელის სახელი იმდენ სხვადასხვა გუნდს დაუკავშირეს, რომ მისი "შალკეში" დარჩენა ყველას წარმოუდგენლად ეჩვენებოდა, მაგრამ რაფინიას მაიუსურს ისევ წარწერა "გაზპრომი" უმშვენებს. ყოველ შემთხვევისთვის შეგახსენებთ, რომ მისი სატრანსფერო ფასი 5 მილიონი ევროა.