ესპანეთის თასის ფინალი 1 მაისს გაიმართება პარასკევი, 03.05.2010, 11:20am (GMT+4)
ფიფამ არ დააკმაყოფილა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის თხოვნა, რომელიც იმ გუნდებისთვის, რომლებიც ესპანეთის თასის ფინალში ითამაშებენ, ნაკრებში ფეხბურთელების შედარებით გვიან გაშვების უფლების მიცემას ითვალისწინებდა.
ტურნირის ფინალი, რომელშიც ერთმანეთს "ატლეტიკო" და "სევილია" შეხვდებიან, 26 მაისს გახლდათ დაგეგმილი. თუმცა ფიფას მოთხოვნით, ყველა იმ ნაკრებს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობს, უფლება აქვს ფეხბურთელები 23 მაისიდან გამოიძახოს, რაც გარკვეულ დისკომფორტს ნამდვილად შექმნიდა. ამიტომ დიდი შანსია იმისა, რომ "სამეფო თასის" ფინალი დაგეგმილზე ადრე, 1 მაისს გაიმართოს.