"ვალენსიის" პრეზიდენტი მანუელ ლიორენტე აცხადებს, რომ მისი გუნდისგან მეტ სტაბილურობას ელის და ამის გაკეთება აუცილებელია, რადგან სეზონის გადამწყვეტ მონაკვეთში ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა შეძლონ.
"ლიდერებთან ჩამორჩენის ზრდა არ უნდა დავუშვათ, ჩვენი მიზანი მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაში თამაშია, ეს კი მეტ სტაბილურობას მოითხოვს. ამ კონდიციებამდე გუნდის მიყვანის საუკეთესო საშუალება მასში დიდი კონკურენციის შექმნაა, და ამის მიღწევას აუცილებლად შევეცდებით, - ამბობს იგი.