ესპანური "ვალენსიას" გულშემატკივრებმა რობერტო აიალა კლუბის ისტორიაში საუკეთესო მცველად დაასახელეს, ამის შესახებ "ღამურების" ოფიციალური საიტი იტყობინება.
36 წლის აიალა, რომელიც ამჟამად "სარაგოსაში" გამოდის, "ვალენსიას" ღირსებას 2000–2007 წლებში იცავდა. ამ პერიოდში ის ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, მოიგო უეფას თასი და სუპერთასი, ორჯერ კი ჰექტორ რაულ კუპერის ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა.