|
|
|
ედუარდო შახტარში გადავიდა?
კვირა, 07.18.2010, 01:43am
დღეს რუსულმა და უკრაინულმა პრესამ გაავრცელეს ინფორმაცია თითქოს უახლოეს
მომავალში ედუარდო შახტარის ფეხბურთელი გახდება.პრესის თანახმად არსენალი და შახტარი უკვე შეთანხმდენ
ყველა დეტალზე და ედუარდო შახტარში სამედიცინო შემოწმებას ორშაბათს
გაივლის.უკრაინული პრესის თანახმად ეს ტრანსფერი შახტარის ხელმძღვანელობას 6
მილიონი ფუნტი დაუჯდა.
|
|
 |
"დინამომ" ბერტოლიო დაიმატა
ხუთშაბათი, 05.20.2010, 07:03pm
კიევის "დინამომ" ოფიციალურად დაადასტურა "კოლონის" არგენტინელი შემტევი ნახევარმცველი ფაგუნდო ბერტოლიოს შეძენა.
|
|
 |
შახტარი უკრაინის ჩემპიონი გახდა
ხუთშაბათი, 05.06.2010, 10:43am
უკრაინის ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, დონეცკის შახტარი ქვეყნის ჩემპიონი გახდა. დონეცკელებმა საკუთარ დონბას არენაზე კიევის დინამო მიიღეს და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს. მატჩის ერთადერთი გოლი მე–15 წუთზე ბრაზილიემა ილსინიო გაიტანა. ამ გამარჯვებით შახტარი, დინამოს 6 ქულით უსწრებს და შესაბამისად დედაქალაქელებს ვერცხლის მედლები გადაეცემათ.
|
|
 |
მარკევიჩმა სამაისო გუნდი დაასახელა
ხუთშაბათი, 04.22.2010, 04:12pm
გუშინ დილით ცნობილი გახდა იმ ფეხბურთელთა ვინაობა, ვინც უკრაინის ნაკრების თავკაცმა მირონ მარკევიჩმა სამაისო წვრთნებზე მიიწვია.
|
|
 |
ნახევარი მილიონი კიეველი ''მეთოფეებისათვის''
შაბათი, 04.10.2010, 07:39pm
კიევის ''არსენალის'' პრეზიდენტი ვადიმ რობინოვიჩი თავის ფეხბურთელებს თანაქალაქელ ''დინამოსთან'' გასამართი მატჩის წინ დაჰპირდა ,რომ გამარჯვების შემთხვევაში, პრემიიებისთვის ნახევარ მილიონ დოლარს გამოყოფდა.
|
|
 |
უკრაინული პრემიერ ლიგა, 23–ე ტურის მიმოხილვა
ორშაბათი, 04.05.2010, 12:42am
ჩვენი საიტი კვლავ აგრძელებს უკრაინული პრემიერ ლიგის გაშუქებას, რომელშიც ერთბაშად რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი თამაშობს. მიმდინარე უიქენდზე თითქმის დასრულდა 23–ე ტური, რომლის 7 მატჩი გუშინ გაიმართა, ხოლო ერთი მატჩი კი დღეს დედაქალაქურ "არსენალსა" და ზაპოროჟიეს "მეტალურგს" შორის გაიმართება. ამ მატჩის მიმოხილვა სტატიას დღეს საღამოს დაემატება.
|
|
 |
უკრაინული პრემიერ ლიგა, 22–ე ტურის მიმოხილვა
ორშაბათი, 03.29.2010, 12:22am
ჩვენი საიტი იწყებს უკრაინული პრემიერ ლიგის გაშუქებას. მოგეხსენებათ, უკრაინის ჩემპიონატში ერთბაშად რამდენიმე ქართველი თამაშობს, ამიტომ ვიმედოვნებ, ბევრ ჩვენს მკითხველს ექნება სურვილი ყოველ უიქენდზე მიიღოს ინფორმაცია ქართველი ფეხბურთელების შესახებ.
|
|
 |
შახტარმა პირველ ადგილზე აინაცვლა
კვირა, 03.21.2010, 07:59am
გუშინ 21–ე ტურის ხუთი შეხვედრა გაიმართა უკრაინაში. კარპატი სადაც სანდრო გურული ასპარეზობს სტუმრად ობოლონს დაუპირისპირდა და მნიშვნელოვან შეხვედრაში სამი ქულა მოიპოვა, სანდრო გურული სათადარიგოთა სკამზე გახლდათ და მატჩის 63–ე წუთზე ბატისტუს ნაცვლად შევიდა მოედანზე, რომელმაც საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
|
|
 |
ქართველთა ტური უკრაინაში
კვირა, 03.14.2010, 10:53am
გუშინ უკრაინის ჩემპიონატის მე–20 ტურის მატჩები გაიმართა და საკმაოდ
უხვგოლიანიც აღმოჩნდა. სანდრო კობახიძის "კრივბასმა",
რომელსაც სავარაუდოდ
უკრაინის "ვიშა ლიგიდან" დაქვეითება მოუწევს, დღეს ოდესის "ჩერნომორეცთან"
ითამაშა და 1:3 დამარცხდა.
|
|
 |
დინამო კრივბასს გაჭირვებით უგებს
შაბათი, 02.27.2010, 09:01pm
განახლდა უკრაინის ეროვნული ჩემპიონატი, დღეს უკრაინის ქალაქებში მე–18
ტურის მატჩები გაიმართა. უკრაინის ჩემპიონატის ლიდერმა კიევის დინამომ
საკუთარ მოედანზე, სატურნირო ცხრილში მყოფი კრივბასი მიიღო და დიდი
გაჭირვებით 1:0 მოუგო. ზაკარპატიემ დონეცკის მეტალურგი მიიღო და 1:0
დამარცხდა. კარპატიმ მინიმალური სხვაობით 2:1 დაამარცხა მეტალისტი, ხოლო
დღევანდელი დღის უკანასკნელი მატჩი ზაპოროჟიე მეტალურგსა და ილიჩევიჩს
შორის გაიმართა, სადაც მეტალურგმა 2:0 გაიმარჯვა. ხვალ მე–18 ტურის
დასკვნითი ოთხი მატჩი გაიმართება.
|
|
 |
ალექსეი მიხაილიჩენკო: "ვორონინს კონფლიქტი ნაკრებთან აქვს"
პარასკევი, 12.25.2009, 02:18pm
უკრაინის ეროვნული ნაკრების ექს–თავკაცი ალექსეი მიხაილიჩენკომ განაცხადა, რომ ლივერპულის ფორვარდთან ანდრეი ვორონინთან არავითარი კონფლიქტი არ აქვს. "არავითარი კონფლიქტი არ ყოფილა ჩემსა და ვორონინს შორის. მას კონფლიქტი ეროვნულ ნაკრებთან აქვს. იგი თვლის, რომ რახან ლივერპულში თამაშობს, აუცილებლად მოხვდება ძირითად შემადგნელობაში. თუ გინდა თამაში დაამტკიცე და გაიტანე" – აცხადებს მიხაილიჩენკო.
|
|
 |
შევჩენკომ უკრაინაში დაბრუნება გოლით აღნიშნა
ოთხშაბათი, 09.02.2009, 01:05pm
რამდენიმე დღის წინ, უკრაინელი ფორვარდი, ანდრეი შევჩენკო, მშობლიურ კიევის ”დინამოში” დაბრუნდა.სავარაუდოდ ”მილანისა” და ”ჩელსის” ექს-ფორვარდი კარიერასაც ამავე გუნდში დაასრულებს.
|
|
 |
"დონბას არენა" გაიხსნა
ორშაბათი, 08.31.2009, 05:19pm
29 აგვისტოს უკრაინის საფეხბურთო ცხოვრებაში, მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. დონეცკის შახტარის სტადიონი "დონბას არენა" გაიხსნა. სტადიონი, რომელიც 3 წლის განმავლობაში შენდებოდა, ერთ–ერთი საუკეთესოა ევროპაში. რაღა დაგიმალოთ და სტადიონის ოფიციალური საიტის საშუალებით ვადევნებდი თვალს თუ როგორ შენდებოდა ეს მეტად განუმეორებელი სტადიონი. არენა 50 000 მაყურებელს იტევს და უმაღლესი დონის ტექნიკითა და მოედნით არის აღჭურვილი.
|
|
 |
შევჩენკო სამშობლოში ითამაშებს
შაბათი, 08.29.2009, 08:50pm
უკრაინის ნაკრების ფორვარდი ანდრეი შევჩენკო სამშობლოში დაბრუნდა, სადაც კიევის დინამოს ღირსებას დაიცავს. 32 წლის ფეხბურთელმა კლუბთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 7 ნომრიან მაისურს მოირგებს. ამასთან დაკავშირებით უკრაინული football–ი იუწყება.
|
|
 |
ფანცხავა დებიუტს მიუახლოვდა
სამშაბათი, 08.11.2009, 12:01am
უკრაინული ვიშალიგის მე-4 ტურში სანდრო გურულის `კარპატიმ~ 4:0 გაანადგურა გიორგი ციმაკურიძის აწ უკვე ყოფილი გუნდი `ზარია~. სანდრო 79-ე წუთზე (3:0-ზე) შეცვალეს. ვასილ გიგიაძის `ტავრიამ~ `კრივბასი~ 3:1 დაამარცხა. ვასილ გიგიაძე მატჩის შუაწელი ითამაშა, ის მოედანზე 30-ე წუთზე შევიდა და 71-ეზე შეცვალეს.
|
|
 |
შახტარმა მეტალურგთან იმარჯვა
ორშაბათი, 08.10.2009, 12:31am
დღეს უკრაინის ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩი, შახტარი–მეტალურგი გაიმართა. სადაც დონეცკელებმა გლდადკისა და კუჩერის გოლებით იმარჯვეს. შეხვედრა 4:1 დასრულდა, რის შემდეგაც შახტარმა 10 ქულა მოაგროვა და მეორე პოზიციაზე იმყოფება, ხოლო მეტალურგი კი 5 ქულით მე–11 ადგილზეა.
|
|
 |
ფანცხავა ერთწლიანი არენდით მეტალისტში
ორშაბათი, 08.03.2009, 05:39pm
ვახტანგ ფანცხავა ერთი წლით ხარკოვის მეტალისტში ითამაშებს. საქართველოს ახალგაზდრული ნაკრებისა და საფრანგეთის უმაღლესი დივიზიონის ლე მანის თავდამსხმელი უკრაინულ კლუბში ერთი თვის წინ მიიწვიეს, საკონტროლო შეხვედრაც გამართა და ითქვა კიდეც, რომ ხარკოველთა მთავარ მწვრთნელს, მირონ მარკევიჩს 20 წლის ქართველი ფორვარდი ძალიან მოეწონა და მასთან კონტრაქტს აფორმებდა.
|
|
 |
აგაჰოვა “შახტარში” დაბრუნდა
შაბათი, 07.18.2009, 09:18pm
ნიგერიის ფეხბურელთა ეროვნული გუნდის თავდამსხმელმა ჯულიუს აჰაგოვამ, უეფას თასის ბოლო გათამაშების გამარჯვებლუთან დონეცკის “შახტართან” სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
|
|
 |
ჯაკობიამ და ჭელიძემ თავი დუბლით გამოიჩინეს
ორშაბათი, 07.13.2009, 08:32pm
უკრაინის მომავალი ჩემპიონატისთვის მზადების ციკლში კიევის “არსენალმა” ჩერნიგოვის “დესნა” 5:2 განადგურა, ქართველმა ფორვარდმა ლაშა ჯაკობიამ კი დუბლის შესრულება მოახერხა. ჯაკობია მინდორზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა, ჩერნიგოველთა კარის დალაშქვრა კი მე-60 და 78-ე წუთზე შეძლო.
|
|
 |
შევჩენკო ვერ ითამაშებს ყაზახებთან
სამშაბათი, 06.09.2009, 10:29am
მილანისა და უკრაინის ეროვნული ნაკრების ფორვარდი ანდრეი შევჩენკო მსოფლიო ჩემპიონატის 2010 წლის შესარჩევი ციკლის შეხვედრას ყაზახეთთან ტრავმის გამო გამოტოვებს.
|
|
 |
ასათიანი და სიომინი უკან ლოკომოტივში
სამშაბათი, 05.26.2009, 10:40am
გუშინ ვალერი გაზაევი კიევის "დინამოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. რუსეთის ნაკრებისა და ცსკა-ს ყოფილმა დამრიგებელმა კონჩა-ზასპაში სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მაგრამ ის არ იქნება მალხაზ ასათიანის მწვრთნელი, რაკიღა კიეველები ჩვენებურთან თანამშრომლობას აღარ აპირებენ. ეს კი ასათიანის "ლოკომოტივში" დაბრუნებას ნიშნავს. ამ დღეებში გაცხადდება ისიც, რომ "რკინიგზაში" დაბრუნდება იური სიომინიც, რომელიც მთავარი მწვრთნელის პოსტს ჩაიბარებს.
|
|
 |
ნესმაშნიმ მხარი დაიზიანა
კვირა, 05.24.2009, 09:55pm
მე–13 წუთზე ნესმაშნიმ "დინამოელთა" ფეხბურთელა ტრავმა მიიღო "ლვიოვთან" შეხვედრა.
|
|
 |
პალკინი : უეფას თასის დონეცკში დატოვება არ შეიძლება
პარასკევი, 05.22.2009, 09:56am
გთავაზობთ ინტერვიუს დონეცკის შახტარის გენერალურ დირექტორთან,სერგეი პალკინთან.ინტერვიუ საკმაოდ საინტერესო გამოდგა და შეგიძლიათ იხილოთ შიდა სტატიაში.
|
|
 |
შახტარის ჯარჯიშმა ინციდენტით ჩაიარა
ხუთშაბათი, 04.30.2009, 12:47am
დღეს უეფას თასის პირველი ნახევარფინალური მატჩები გაიმართება. დონეცკის შახტარი სტუმრად დინამო კიევს ეთამაშება. დღევანდელ ვარჯიშზე ინციდენტი მოხდა
|
|
 |
ლუჩესკუ რჩება დონცსკში
კვირა, 04.26.2009, 06:43pm
დონეცკის "შახტარის" მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი.
|
|
 |
უკრაინაში ჯაკობია ათამაშეს
კვირა, 04.26.2009, 09:25am
გუშინ უკრაინის ჩემპიონატში 25-ე ტურის სამი შეხვედრა გაიმართა, რომლებშიც ქართველი ფეხბურთელების სამმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ძირითადად ჩვენი თანამემამულეების გარეშე.
|
|
 |
პლატინიმ უკრაინელები დაამშვიდა
ხუთშაბათი, 04.16.2009, 11:46am
უეფას პრეზიდენტმა, მიშელ პლატინიმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინას, ამ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძლის სტატუსი არ ჩამოერთმევა.
|
|
 |
მოდებაძე სეზონის ბოლომდე ოდესელია
ორშაბათი, 03.30.2009, 09:32pm
24 წლის ფორვარდი ირაკლი მოდებაძე ორი ცდის შემდეგ ჩაირიცხა ოდესის "ჩერნომორეცში". მან უკრაინის ჩემპიონატის წინა ტური იმის გამო გამოტოვა, რომ დროულად ვერ მოხერხდა მისი განაცხადში შეყვანა.
|
|
 |
ლევანდოვსკისთნ ინტერვიუ
ხუთშაბათი, 03.26.2009, 11:59am
ერთ-ერთმა პოპულარულმა პოლონურმა გამოცემა Pilka nozna-მ გამოაქვეყნა ინტერვიუ დონეცკის შახტარის ფეხბურთელ ლევანდოვსკისთან,სადაც მას საკმაოდ საინტერესო კითხვებზე უწევს პასუხის გაცემა.
|
|
 |
ალექსეი ვარნავსკი გარდაიცვალა
სამშაბათი, 01.13.2009, 02:45pm
ფრიად სამწუხარო ამბავი მოვიდა უკრაინიდან.დონეცკის "შახტარის" ვეტერანი ფეხბურთელი,საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი,51 წლის ალექსეი ვარნავსკი საკუთარ სახლში მოულოდნელად გარდაიცვალა.
|
|
 |
|
|
|
|