შევჩენკო ვერ ითამაშებს ყაზახებთან
სამშაბათი, 06.09.2009, 10:29am (GMT+4)
მილანისა და უკრაინის ეროვნული ნაკრების ფორვარდი ანდრეი შევჩენკო მსოფლიო ჩემპიონატის 2010 წლის შესარჩევი ციკლის შეხვედრას ყაზახეთთან ტრავმის გამო გამოტოვებს.
გუშინ უკრაინის ეროვნული ნაკრების პრესს–ატაშე იური მალიშევმა განაცხადა, რომ ანდრეი შევჩენკოს ყაზახებთან თამაშის შანსი არის მინიმალური. მას კოჭის ტრავმა აწუხებს და ის გაემგზავრება მილანში სადაც გამოკვლევას ჩაიტარეს, რის შემდეგაც ის უკრაინაში ჩავა.
თორნიკე ცირამუა
|