ტვენტემ ჰოლანდიის სუპერთასი მოიგო კვირა, 08.01.2010, 01:58pm (GMT+4)
ჰოლანდიაში ამსტერდამის აიაქსმა და ტვენტემ ქვეყნის სუპერთასი გაითამაშეს და ერხედელებმა ეს საპატიო ჯილდო ისტორიაში პირველად მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულთაგან ერთადერთი გოლი ახალწვეულმა ემირ ბაირამიმ გაიტანა, აიაქსის ერთ-ერთი ლიდერი ლუის სუარესი კი მოედნიდან პირველი ტაიმის მიწურულს გააძევეს.