აშშ-ში გამართული ელ კლასიკო “ბარსელონას” გამარჯვებით დასრულდა (ვიდეო)
30 ივლისს, გამთენიისას ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე ერთმანეთს მადრიდის “რეალი” და “ბარსელონა” დაუპირისპირდნენ. მაიამიში ჩატარებული ელ კლასიკო “ბარსელონას” გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.
შეხვედრაში ანგარიში მე-3 წუთზე ლიონელ მესიმ გახსნა, რასაც ოთხ წუთში რაკიტიჩის გოლი მოჰყვა და კატალონიელები წინ ორბურთიანი უპირატესობით გავიდნენ. მადრიდელებმა ანგარიშის გათანაბრება პირველივე ნახევარში შეძლეს – მე-14 წუთზე ჯერ კოვაჩიჩმა გაიტანა, შემდეგ კი 36-ე წუთზე თავი ასენსიომ გამოიჩინა. საბოლოოდ, ყველაფერი პიკეს გოლმა გადაწყვიტა, რომელმაც “სამეფო კლუბის” კარი მეორე ტაიმის დაწყებიდან ხუთ წუთში აიღო.