ათკაციანმა პსჟ-მ „ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგას გამოთიშა
დასრულდა „პარი სენ-ჟერმენსა“ და ლონდონის „ჩელსის“ შორის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის მატჩი.
შეხვედრა თავიდანვე საინტერესო გამოდგა და ორმხვრივი შეტევებით გამოირჩეოდა. 32-ე წუთზე ოსკარის წაქცევისთვის ზლატან იბრაჰიმოვიჩს მთავარმა არბიტრმა პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა, რის შემდეგაც, ლოგიკურად, პარიზელებს შემდგომ ეტაპზე გასვლის კიდევ უფრო ნაკლები შანსი უნდა ჰქონოდათ.
თუმცა, მეორე ნახევარში სტუმრები ლონდონელებს არ ჩამოუვარდებოდნენ და ბევრად სახიფათო მომენტებსაც ქმნიდნენ. ასე, 59-ე წუთზე ედინსონ კავანი კურტუას გასცდა, მახვილი კუთხიდან დაარტყა და გოლამდე სულ ცოტა დააკლდა. 81-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიშის გახსნა შეძლეს – თავური დარტყმით გარი კეიჰილი გამოირჩა, თუმცა ხუთ წუთში ასევე თავური დარტყმით ყოფილ გუდნს დავიდ ლუისმა გაუტანა – შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა.
ოვერტაიმის მე-5 წუთზე საკუთარ საჯარიმოში მეორე სართულზე ბრძოლის შემდეგ ტიაგო სილვამ ხელით ითამაშა, რაც მსაჯს არ გამოეპარა და სირიგუს კარის მიმართულებით პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან ედენ აზარი მივიდა, რომელმაც უპრობლემოდ გაიტანა. ამის მიუხედავად, ლორან ბლანის გუნდი შეტევას აგრძელებდა. მეორე დამატებითი ტაიმის დასრულებამდე ექვსი წუთით ადრე კუთხურის შემდეგ მეორე სართულზე ტიაგო სილვამ ივარგა, რომელმაც ზუსტად დაარტყა – კურტუა ამჯერად უძლური აღმოჩნდა. საბოლოოდ, 2:2 და პარიზული კლუბი შემდგომ ეტაპზეა!