„ბაიერნი“ დუგლას კოსტაში 35 მილიონს იხდის
როგორც გერმანული სპორტული ვებსაიტი Sport1.de წერს, მიუნხენის „ბაიერნი“ დონეცკის „შახტერის“ მცველის დუგლას კოსტას დამატებას გეგმავს
წყაროს ინფორმაციით, ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ მიუნხენელები 35 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ. ტრანსფერის შემთხვევაში, მხარეები, სავარაუდოდ, ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებენ.
შეგახსენებთ, რომ აქამდე დუგლას კოსტას „ჩელსიში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებითაც იწერებოდა.