„ბარსელონამ“ „ატლეტიკი“ უპრობლემოდ დაამარცხა
ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 22-ე ტურის მატჩში ბ„არსელონა“ სტუმრად ბილბაოს „ატლეტიკთან“ ჩავიდა და ანგარიშით 5:2 გაიმარჯვა.
უკვე 26-ე წუთისთვის სტუმრები ორბურთიანი უპირატესობით იგებდნენ – თავი ლიონელ მესიმ და ლუის სუარესმა გამოიჩნეს. 59-ე წუთზე მიკელ რიკომ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმრა რამდენიმე წუთში მესიმ დუბლი შეასრულა, შემდეგივე შეტევაში კი ზუსტი დარტყმით ნეიმარი გამოირჩა – 1:4.
თავისი მეორე გოლი „ატლეტიკმა“ 66-ე წუთზე გაიტანა – თავი არიც ადურისმა გამოიჩინა. 9 წუთში, ხავიერ ატჩეიტის გაძევების შემდეგ, „ატლეტიკი“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა.
წერტილი ამ შეხვედრაში 86-ე პედრო როდრიგესმა დასვა – 2:5.