“ბარსელონამ” მანჩესტერში მოიგო
მანჩესტერში ჩატარებული ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველი მატჩმი ადგილობრივ “სიტისა” და “ბარსელონას” შორის სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.
ანგარიში კატალონიელებმა მე-16 წუთზე ლუის სუარესის გოლით გახსნეს. 30-ე წუთზე ურუგვაელმა დუბლი გაიფორმა და ტაიმიც “ბარსელონას” დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. შესვენების შემდეგ “სიტი” გააქტიურდა და 69-ე წუთზე აგუეროს ძალისხმევით სხვაობაც შეამცირა, თუმცა 74-ე წუთზე კლიშიმ მეორე ყვითელი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა, რის შემდეგაც “მანჩესტერელებმა” აქცენტი არსებული აგნარიშის შენარჩუნბეაზე გააკეთეს. აღსანიშნავია, რომ კატალონიელებს მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე მესამე გოლის გატანც შეეძლოთ, თუმცა მესის დარტყმული პენალტი ჯო ჰარტმა მოიგერია. საბოლოოდ, “ბარსელონამ” სტუმრად მნიშველოვანი გამარჯვება მოიპოვა – 2:1.
მანჩესტერ სიტი 1-2 ბარსელონა
გოლები: სუარესი 16′ ; 30′ (0:2); აგუერო 69′ (1:2)