“ბარსელონამ” მინიმალურად გაიმარჯვა
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში “ბარსლეონამ” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ სიტი” მიიღო და მეტოქე მეორედ დაამარცხა.
მანჩესტერში მოგებული მატჩის შემდეგ კატალონიურ გუნდს 1/4 ფინალში გასასვლელად მოპოვებული უპირატესობის შენარუნებაც აწყობდათ ხელს, თუმცა ლუინ ენიკეს გუნდმა ივან რაკიტიჩის მიერ 31-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო და საბოლოოდ ორი შეხვედრის ჯამში 3:1 გაიმარჯვა.
ბარსელონა 1-0 მანჩესტერ სიტი
გოლები: რაკიტიჩი 31′
ბარსელონა: ტერ შტეგენი – დანი ალვეში (ადრიანო კორეა 90+1), პიკე, მატიე, ალბა – რაკიტიჩი (რაფინია 84′), მასკერანო, ინიესტა – მესი, სუარესი, ნეიმარი
მანჩესტერ სიტი: ჰარტი – სანია, კომპანი, დემიკელესი, კოლაროვი – მილნერი (ლამპარდი 87′), ტურე (ბონი 72′), ფერნანდო, ნასრი (ხესუს ნავასი 46′) – სილვა – აგუერო